ქენდი დალფერი თბილისის ჯაზ ფესტივალზე
წელს ტრადიციულად ჩატარდა ჯაზ-ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება თბილისში.
2016 წლის
ფესტივალში
ისეთი
სახელგანთქმული
მუსიკოსები
მონაწილეობდნენ,
როგორებიც
არიან:
ჯეიმი
ქალამი,
ნიკოლას
პაიტონი,
ქენდი
დალფერი
და
გრეგორი
პორტერი.
თითოეული
მათგანი
უდიდესი
პროფესიონალია.
მე
წილად
მხვდა
ბედნიერება
ქენდი
დალფერის
კონცერტს
დავსწრებოდი.
ქენდი
დალფერი
გამორჩული
ქალი-მუსიკოსია.
ეს
დიდი
მოვლენაა
და
მაგალითი
უნიჭიერესი მუსიკოსისა
და
მუსიკისა.
იგი
არის
გენიალური
საქსოფონისტი.
როგორც
ქენდიმ
თვითონ
აღნიშნა
კონცერტზე:
''ბავშვობიდან
უამრავ
მუსიკალურ
სტილს
ვუსმენდი:
ჯაზს,
ფანკს,
რეგს,
პანკს,
როკს,
სკას,
სოულს
და
მძიმე
მეტალს.
შემდეგ
სიმღერაში
თქვენ
მოისმენთ
ამ
სტილთა
სინთეზსა
და
მრავალფეროვნებას".
ეს
გავლენები
მის
მუსიკას
ძალიან
ეტყობა.
მან
შეასრულა
დანაპირები
და
არაჩვეულებრივი
კომპოზიცია
წარმოგვიდგინა.
დალფერს
ჰყავს
არაჩვეულებრივი
ბენდი.
კონცერტის
დროს
უმეტესწილად
ჯაზი,
პროგრესული
როკი,
ფანკი
და
ჯაზ-ფიუჟენი
(ანუ
ჯაზ-როკი) შეასრულეს.
კონცერტის
ბოლოს
ქენდი
სცენიდან
ჩამოვიდა
და
გულშემატკივრებთან
ახლოს
საქსოფონზე
სოლო
შეასრულა.
ეს
იყო
საუცხოო
კონცერტის
ორიგინალური
და
ულამაზესი
ფინალი.
მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალები იმართება.
თვალყურს
ვადევნებ
არაჩვეულებრივ: Tbilisi
Open Air-ს,
თბილისის
ჯაზ
ფესტივალს, Gem
Fest-ს
და
Tbilisi Metal Fest-ს. ბოლო ათწლეულის მანძილზე უამრავი ლეგენდარული და გავლენიანი მუსიკოსი თუ ჯგუფი ესტუმრა ჩვენს ქვეყანას. (ჩიკ კორეა, დიფ ფარფლი, ტანია მარია, სქორფიონზი, ალ დი მეოლა, სტენლი კლარკი, სოდომი, სეპულტურა და უამრავი სხვა.) სწორედ ასეთი ღონისძიებები უყალიბებს საზოგადოებას
კარგ
მუსიკალურ
გემოვნებას
და
ყოველი
ადამიანის
ცხოვრებას
უფრო
მრავალფეროვანს
ხდის.
მუსიკა
ძალიან
სულისმიერი
მოვლენაა
თითოეული
ჩვენთაგანისთვის.
ფესტივალის
ორგანიზატორია
Eastern Promotion, რომელიც დიდი ხანია ქართველი ხალხის გემოვნებაზე ზრუნავს. მათ ჩამოიყვანეს საქართველოში მრავალი დიდი ჯაზ-მუსიკოსი.
Leave a Comment