Kalimba Tree - Earth,Wind And Fire-ის ლეგენდარული ლაივ ალბომი "Live In Japan"







         1990 წლის 25 ოქტომბერს ტოკიო დოუმში (იაპონიის დედაქალაქის სიდიდით მესამე საკონცერტო დარბაზსა და სპორტულ სტადიონზე, სადაც არაერთმა ლეგენდარულმა მუსიკოსმა თუ ჯგუფმა ჩაატარა თავიანთი შოუები, (მათ შორისაა Prince,დევიდ ბოუი,მაიკლ ჯექსონი და ვან ჰალენი )) ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი გაიმართა. Earth, Wind And Fire (შემოკლებით EWF)-ის მუსიკა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ბენდის სახელი რაც ქართულად ითარგმნება როგორც: მიწა,ქარი და ცეცხლი. 1969 წლიდან მოყოლებული ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტის და მულტიინსტრუმენტალისტის მორის უაითის(რომელიც EWF-ს ჩამოყალიბებამდე დიდი ამერიკელი ჯაზმენის რემსი ლუისის ტრიოში უკრავდა დრამზე) მიერ შექმნილი ჯგუფი მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვითარდებოდა, სხვადასხვა მუსიკალურ სტილსა თუ ელემენტებს იყენებდა და ძალიან ხშირად წევრებსაც კი იცვლიდა(რაც არ არის გასაკვირი ისეთი დიდი ჯგუფისთვის,როგორიც არის EWF,ბენდმა ხომ უამრავი მუსიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა და სხვადასხვა ჟანრში შექმნა კომპოზიციები(ჯაზი,ფანკი,როკი,არ ენდ ბი,კლასიკური მუსიკა,ელექტრონული მუსიკა და ა.შ.),ზუსტად ამიტომ სჭირდებოდა ხშირი ცვალებადობა, რადგან ხშირად ახალ წევრებს ახალი იდეები შემოაქვთ ბენდის განვითარების საქმეში.). 1990 წლისთვის ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ EWF-საუკეთესო ლაინაფით წარსდგა იაპონელი მსმენელის წინაშე(ამ წევრების უმრავლესობა 1988 წლიდან შეუერთდა ბენდს,როდესაც დაიწყეს ჩაწერა შედევრალური ალბომის Touch The World-ის სადაც არის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა:System Of Survival,Thinking Of You და Evil Roy. Touch The World-ის შემდგომ EWF ახალი ალბომის ჩაწერას შეუდგა, რომელიც Heritage-ის სახელით არის ცნობილი.
            1990 წელს EWF სწორედ Heritage -ის მსოფლიო ტურნეს მართავდა ტოკიო დოუმში, სადაც მიახლოებით 55000 ადამიანი ესწრებოდა ამ გასაოცარ შოუს. შოუს დასაწყისში უზარმაზარ ეკრანზე მეტად საინტერესო კადრები გამოჩნდა(კადრებს თან ახლდა იაპონური ხალხური მუსიკის ელემენტებით გაჯერებული EWF-სეული  ინსტრუმენტალი, რომლის მოსმენის დროსაც მსმენელი გაიგებს ულადო ბასგიტარის რბილ და ჯადოსნურ ხმას.ვერდინ უაითის(მორის უაითის უმცროსი ძმა,რომელიც ძალიან ნიჭიერ და ინოვატორულ ბასგიტარისტად ითვლება) ეს ბასლაინი და ბას სოლო გასაოცარია): ტოკიოს ქუჩებში მოსიარულე ხალხი, იაპონური ბუნება, სხვადასხვა იაპონელი პოლიტიკოსის ფოტოები და ბოლოს კადრი გადავიდა ნიუ იორკისეულ სასტუმროსთან, რომლიდანაც EWF-ს წევრები გამოვიდნენ და დაიწყეს მაყურებლისკენ გადაადგილება(მათ სხვადასხვა ფერის მოსასხამები ეცვათ). სულ რამდენიმე წამის შემდეგ EWF-ს მთავარი მუსიკოსების შემადგენლობა პირდაპირი მნიშვნელობით ეკრანიდან გამოვიდა და შოუც დაიწყო (რაც ნიშნავს შოუს იდეალურ დადგმას). მოგვიანებით ეს კონცერტი VHS და DVD ფორმატებში გამოვიდა და შეუძლებელია ამგვარმა სცენურმა ხერხმა არ მოგხიბლოს. პირველი კომპოზიცია System Of Survival (რომელიც ამერიკული მუსიკალური ჟანრის New Jack Swing-ის შედევრად ითვლება და ინსტრუმენტალი გენიალურია :დაწყებული დრამლაინით,დამთავრებული ენდრიუ ვულფულკის საქსოფონის სოლოთი) გახლდათ. თითოეული მუსიკოსის მოძრაობა გამორჩეულია. შოუს ქორეოგრაფიული დადგმა გვიჩვენებს იმ ფაქტს, რომ Earth ,Wind And Fire 70-იანი წლებიდან მოყოლებული მუშაობდა საკუთარი, გამორჩეული ცეკვის ხელოვნების შექმნაზე (რასაც მათ უამრავ მუსიკალურ კლიპში ნახავთ).

            კონცერტზე შესრულდა არაერთი ფაიას(როგორც ბავშვობაში ვეძახდი ამ ბენდს, ცნობილ ჰიტ September-ში ხომ სწორედ ამ სიტყვას გაიძახის მთელი ბენდი) ცნობილი სიმღერა: September, Fantasy (მართალია ჯგუფიდან ლარი დანი (რომელიც ცნობილი არის განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული მუგის სინთეზატორის ეფექტების და გრანდიოზული ორკესტრირებისთვის. "ფაიას"-ს კომპოზიციებში მისი კლავიშების ხმა მარტივი აღმოსაჩენია, რადგან მან ზუსტად იცოდა, როგორ უნდა "დაესვა" სწორი რიტმები EWF-ს ინსტრუმენტალებსა თუ სიმღერებში), EWF-ს მრავალწლიანი ერთ-ერთი უმთავრესი კომპოზიტორი და კლავიშისტი წასული იყო, მაგრამ EWF- მ მაინც შეძლო ლარის კარგი შემცვლელი ეპოვა.ვენს ტეილორმა არაჩვეულებრივად შეასრულა სინთეზატორისტის როლი და საუკეთესო სინთ-რიფებით წარმოაჩინა თავი),Kalimba Tree(ცნობილია რომ მორის უაითი არის ადამიანი ვინც მოახდინა უძველესი აფრიკული ხალხური ინსტრუმენტის კალიმბას პოპულარიზაცია.სწორედ ამ კომპოზიციაში ასრულებს იგი ულამაზეს კალიმბას სოლოს და მსმენელი მომენტალურად ხვდება,შეიგრძნობს და ესმის თუ როგორი ღრმა ჟღერადობის ინსტურმენტია კალიმბა),Let's Groove(EWF-ს ცნობილი ჰიტის ამ კონცერტის ვერსია იმით არის გამორჩეული,რომ სიმღერის ბოლო ნაწილში ლათინურ ამერიკული პერკუსიების,სამბასეული რიტმების და ფორტეპიანოს თანხლებით სანი ემორი ლეგენდარელი ამერიკელი დრამერი ნელნელა იწყებს დრამ სოლოს,რომელიც 5 წუთის განმავლობაში გრძელდება.ისეთი შთაბეჭდილება გიჩნდება თითქოს დრამი გელაპარაკება.სანი ნამდვილად ახერხებს იმას რომ ინსტრუმენტი აალაპარაკოს და საუცხოო მელოდიები შემოგვთავაზოს.1990 წელს იგი ახალგაზრდა იყო და რა თქმა უნდა მრავალი იდეით სავსე,სწორედ იმ იდეებით რა იდეებითაც საზრდოობს EWF.სიახლის ინტერესი მისი შესრულების თითოეულ ხმაში ისმის), ფილიპ ბეილის ვოკალური "სოლო"(მას საოცრად შეუძლია ხმათა ცვალებადობა და ნამდვილად გამორჩეული წევრია ამ დიდებული ბენდისა)Shining Star(გენიალური სიმღერა 1975 წლის ალბომიდან "That's The Way Of The World"(ამავე სახელწოდების სიმღერით ბოლოვდება იაპონიის ლაივ ალბომი)) ,რომელშიც გიტარისტი შელდონ რეინოლდსი ასრულებს უძლიერეს გიტარ სოლოს.იგი მისი უსაყვარლესი გიტარისტის ჯიმი ჰენდრიქსის "Voodoo Child"-საც კი აქავერებს იმპროვიზაციის შემდეგ.კონცერტზე კიდევ რამდენიმე კომპოზიცია შესრულდა,მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად Brazilian Rhyme(Beijo)-ა ,რომელსაც მთელი ბენდი ერთად მღერის (აღსანიშნავია EWF-ს კიდევ ერთი ლეგენდარული წევრი რალფ ჯონსონი, რომელიც პერიოდული დრამერის,პერკუსიონისტის და რა თქმა უნდა ვოკალისტის ფუნქციას ასრულებს, როგორც ამ შოუში ისე ნებისმიერ "ფაიას" საკონცერტო ჩანაწერში). EWF-ს მრავალხმიანობა სწორედ ამ კომპოზიციაში ჩანს ყველაზე თვალნათლივ.Earth, Wind And Fire ცნობილია სრულიად თავისებური საყვირების სექციით,რომლის გამჭრიახი ჟღერადობის გავლენას უამრავი ბენდის მესაყვირეების შესრულების დროს მოისმენთ. ამ ჟღერადობის საუკეთესო მაგალითია "Saturday Nite" 1976 წლის ალბომიდან "Spirit", რომელშიც მრავალი სიმღერაა ვოკალური თუ ინსტრუმენტული ჰარმონიებით სავსე.

           რაც შეეხება კონცერტის კულმინაციურ ნაწილს: შელდონი ულამაზეს გიტარ-სოლოს ასრულებს, ბენდი კი საუცხოო აკომპანიმენტს უწევს მას, შემდეგ ჯგუფი ემშვიდობება მსმენელს და კონცერტიც ასე სრულდება. თითოეული წუთი ეპიკურია.EWF-ს უამრავი არაჩვეულებრივი ლაივ-შოუ ჩაუტარებია (მათ შორის Rock In Rio, In Concert და მრავალი სხვა). წლების განმავლობაში, მაგრამ ამ ლაინაფით წარდგმული EWF-სთვის ნამდვილად საუკეთესო ჩანაწერია ეს კონცერტი. ნებისმიერმა "ფაიას" მსმენელმა და თითოეულმა მელომანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ეს შოუ რადგან მსგავსი ქორეოგრაფია, კოსტიუმები, ლამაზი ვიზუალური ეფექტები, ინსტრუმენტული გადასვლები და სიმღერების ამდენად მრავალფეროვან სტილთა ურთიერთმონაცვლეობა ძალიან იშვიათია. EWF მნათობი ვარსკვლავია, რომელსაც ადამიანი მუდამ შეამჩნევს დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან.

Shining star for you to see
What your life can truly be


Official EWF Website
EWF Georgia
Earth Wind And Fire - Brazilian Rhyme(Live in Japan)

2 comments:

  1. ერთერთი უგამოჩენილესი ლეგენდარული ჯგუფი,ჩვენი თაობის სიმბოლო და კარგი გემოვნების ატრიბუტი ;) გენაცვალე შენ ძაან კარგი სტატიაა კარგი იქნება შენი თაობაც თუ ისიამოვნებს ამ მუსიკით ....დღეს სერიოზულ ჩიხშია მუსიკა დიადი და სერიოზული ისეტი როგორიც მაგ დროს იქმნებოდა აღარ იქმნება სამწუხაროდ...ძველი მგლები დაბერდნენ ....ახლები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ...:) ამიტომ ასეთი მუსიკის პოპულრიზაცია მაგარი საქმეა რატი.

    ReplyDelete
    Replies
    1. უღრმესი მადლობა! მიყვარხართ <3

      Delete

Powered by Blogger.