ბუნების სიმღერა - Georgian Drum School-ის კონცერტი Tbilisi Art Hall - ში




„დააკვირდი ღრმად ბუნებას და ყველაფერს უკეთ შეიცნობ“ - ალბერტ აინშტაინი
    ბუნება ადამიანის სულს ხშირად ელაპრაკება. თუ დავუკვირდებით მას იგი მართლაც გვიმარტივებს ადამიანების რთულ ცხოვრებისეულ გზას. ბუნება საოცრად ცვალებადი რამ არის. ადამიანისეულ ბუნებასაც თავისებური მაგია აქვს, ეს ის პატარა სამყაროა სადაც სწორედ ბუნების მოძრაობით ხდება სხვადასხვა აზრების თუ იდეების ჩამოყალიბება. ბუნებაში საკუთარ თავსაც აღმოვაჩენთ თუ მოვინდომებთ, ვიპოვით ისეთ მიუწვდომელ სიღრმეებს რომელთა დანახვაც აქამდე არ შეგვეძლო.
    12 მაისს თბილისი არტ ჰოლში Georgian Drum School-ის პირველი კონცერტი გაიმართა. Georgian Drum School 2014 წელს არაჩვეულებრივმა და უნიჭიერესმა დრამერმა კახა კვირიკაშვილმა დააარსა. კახა ძალიან მდიდარი მუსიკალური ხედვის ადამიანია. გამოცდილებასთან ერთად პროფესიონალიზმი მის თითოეულ მოძრაობას ეტყობა. კონცერტზე შესრულდა როგორც საავტორო ისე სხვადასხვა ლეგენდარული ბენდების თუ კომპოზიტორების კომპოზიციები. მათ შორის: The Beatles-ის ემოციური Hey Jude,Come Together და Let It Be; ჯონ ლენონის Imagine;თრეშ მეტალის გიგანტების მეტალიკას Enter Sandman; ნორვეგიული სიმფონიური ბლექ მეტალ ბენდის Dimmu Borgir-ის გასაოცარი ინსტრუმენტალი Perfection Or Vanity;  AC/DC -ის Highway To Hell და Back In Black; გია ყანჩელის ყვითელი ფოთლები და სხვა. საინტერესოა ის ფაქტი ,რომ კონცერტზე პირველად საქართველოს ისტორიაში გახმოვანდა სამი დრამის სეტი, ამავდროულად რამდენიმე კომპოზიციაში სამი დრამერი უკრავდა (The Black Crowes-ის Hard To Handle (რომლის თავდაპირველი ვერსია ამერიკელი სოულ მუსიკოსის და მომღერლის ოტის რედინგის მიერ დაწერილი და შესრულებული სიმღერაა),Highway to Hell და Back In Black). სწორედ ამ ინსტრუმენტის გენიალურობაშია ქართული დრამის სკოლის ყველაზე ძლიერი ნაწილი(უნდა ითქვას ის ფაქტიც რომ ქართულ დრამ სქულში არამხოლოდ დრამი არამედ მრავალი სხავდასხვა ინსტრუმენტი ისწავლება). კონცერტზე ასევე მონაწილეობდა ანსამბლი გოარი, რომლებმაც ამ მშვენიერ საღამოს ქართული ელფერიც შესძინა.
   კონცერტის ბოლოს შესრულდა კახას მიერ დაწერილი კომპოზიცია სახელად ბუნების სიმღერა, რომელიც სწორედ ადამიანის გრძნობების და ემოციების ანარეკლია. ეს კომპოზიცია სავსეა: მეტალის,კლასიკური მუსიკის და პროგრესული მუსიკის ელემენტებით ქართულ ხალხურ სიმდიდრესთან ერთად(რომელსაც სწორედ ანსამბლ გოარის სიმღერიდან შეიგრძნობდით), ანსამბლმა უმდიდრესი სახე მისცა ამ მართლაც მრავლისმთქმელ სიმღერას ინსტრუმენტული(ანსამბლის ერთ-ერთი წევრი ჭუნირზე უკრავდა) თუ ვოკალური კუთხით. თავდაპირველად შედის ფორტეპიანო ,რომელზეც  კახა უკრავს და შემდეგ დომინანტური დრამი და სხავდასხვა პერკუსიები. ეს მაგონებს ბუნების სახასიათო გამოძახილს. ეს სიმღერა ძალიან პოეტურია და იგრძნობა კახას მდიდარი სულიერი სამყარო. როდესაც კახას ვკითხე თუ რა იყო ამ კომპოზიციის დაწერის უმთვრესი ინსპირაცია მან მიპასუხა:

    - როდესაც რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში მთისკენ მივდიოდი, სიარულის ხმიდან წამოვიდა რითმი და მელოდია ,რომელიც შემდგომ დავიმახსოვრე.ბუნება მშველოდა და მაძლიერებდა.

      ბუნების სიმღერა შუა ნაწილში მშვიდდება და თითქოს შევიგრძნობთ ცვლილებას რომელიც ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ის ძლიერ ჩანჩქერს გვაგონებს რომელიც უეცრად წამოვა მთიდან და დაეხეთქება მიწას. ბუნების სიმღერა საქართველოს მოძრაობის ნიშანიც არის. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ გადაუტანია ომი, მაგრამ ხშირად მშვიდობიანი პერიოდი დამდგარა და ყოველგვარი დაძაბულობა გამქრალა. ადამიანიც ხომ მეომარი არსებაა მუდამ იბრძვის იმისთვის რომ იპოვოს ჭეშმარიტი ცხოვრებისეული გზა. ბუნების სიმღერა ბოლოს ისევ პირვანდელ მოძრავ რიტმებს უბრუნდება და ასე ლამაზად მთავრდება. Georgian Drum School-ის თითოეულმა წევრმა დიდი მონდომება და სიყვარული გამოიჩინა, იმისათვის რომ პირველი კონცერტი კარგად ჩატარებულიყო და საბედნიეროდ ყველაფერი გამარჯვებით დასრულდა. დრამ სქული მრავალ წარმატებულ მუსიკოსს გაზრდის მომავალში და დიდ წარმატებებს მიაღწევს სწორედ ამ თანამედროვე და პროგრესული მიდგომის გამო. ბუნება მართლაც საოცარი ინსპირაციის წყაროა ნებისმიერი ხელოვანი ადამიანისთვის იქნება ეს: მუსიკოსი,მხატვარი თუ მწერალი
Georgian Drum School Facebook Page




No comments

Powered by Blogger.