ელენე მიქაბერიძის "ლურჯი მოცვი" - Blueberry Dreams by Elene Mikaberidze - ქართული ფილმი პატარა ოცნებების დიდი რეალიზებაზე


 რატი ონიანის მცირე რეცენზია / Mini Review By Rati Oniani

    ძალიან საინტერესო და ნიჭიერი რეჟისორის ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი "ლურჯი მოცვი" იდეალური ასახვაა სტანდარტული ქართული ოჯახური ყოფის. ფილმი ძალიან ნაცნობი გახდება ნებისმიერი ადგილობრივი ქართველისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქვეყანაშია და ამ საერთო კავშირებს და სიტუაციებს ძალიან მარტივად ამჩნევს. მოცვი - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო კენკრაა, ამავდროულად ლამაზი, თითქოს არაამქვეყნიური ფერი და ფორმა აქვს, სხვა პლანეტის მცენარეს ჰგავს. "ლურჯი მოცვიც" ასეთ შთაბეჭდილებას იწვევს, რადგან მგონია უცხოელი საზოგადოებისთვის ქართველებიც მოცვივით შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს უძველეს ერებს ახასიათებს, რაღაცნაირი უცნაური ენერგეტიკა, გარეგნობა და მოძრაობა გამოგვარჩევს სხვა დედამიწის შვილებისგან.

  ფილმს რომ ვუყურებდი, ხშირად მეცინებოდა, იმდენად ლამაზი იუმორით და ორიგინალური კადრებითაა სავსე. პესიმისტურ სიტუაციაშიც კი ოჯახის უფროსი - მამა თხემით ტერფამდე ოპტიმისტია. იგი კლასიკური განსახიერებაა ტრადიციული ქართველი კაცის და ადამიანის, რომელმაც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად პოზიტიურად შეხედა მის გზას და მისი მეუღლე და ორი შვილიც ამის არაჩვეულებრივი მაგალითები არიან. პერსონაჟები ბევრს ოცნებობენ, რადგან ოცნება ყველაზე მეტად გვაახლოვებს მიზნებთან. დიდებულ ბრიტანულ ბენდს Rainbow-ს ასეთი სიმღერა აქვს, სახელად Street of Dreams. ოცნება ადამიანს მართლაც უკვდავს ხდის და კატასავით 9 სიცოცხლეს სჩუქნის.

 ყველაფერი რაც სამყაროში განვითარდა და განვითარდება ჩვენი პატარა ოცნებების დიდი რეალიზებაა. საქართველოც ასეთი პატარა ოცნება იყო ოდითგანვე, რომელიც მრავალჯერ დაზიანდა, მაგრამ მთავარი პერსონაჟივით თითქოს ყურადღება არ მიაქცია და წინ წავიდა, განვითარდა.ჩემი რჩევაა: მეტი იოცნებეთ და სწორ გზაზე მუდამ ივლით!

P.S. ფილმი მის საყვარელ მეგობარს და ჩემს ძვირფას მამას ჯაბა ონიანს მიუძღვნა ელენემ, რომელიც ასევე ლურჯი მოცვივით განსხვავებული და საინტერესო მეოცნებე იყო.

 

Blueberry Dreams

Blueberry Dreams on FB 

About Film 

RIHA 


No comments

Powered by Blogger.