გიორგი და სალომე ჟორდანიების კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად
ლეგენდარულ
გერმანელ
კომპოზიტორს, რიხარდ ვაგნერს,
ერთხელ
უთქვამს:"მე მუსიკას
ძახილის
ნიშნით
ვწერ!"
რიხარდის
ეს
სიტყვები
მისი
მუსიკის
ანარეკლია.
ვაგნერის
მუსიკა
დაჟინებით,
განსაკუთრებული
სილამაზით,
ემოციურობით,
გრანდიოზულობითა
და
სიმძიმით
გამოირჩევა.
2017 წლის
10 ივნისს
"ჯანსუღ
კახიძის
სახელობის
თბილისის
მუსიკალურ-კულტურულ
ცენტრში"
ჩატარდა
თბილისის
სიმფონიური
ორკესტრის
კონცერტი
გიორგი
ჟორდანიას
დირიჟორობით.
ამ
დღეს
შესრულდა:
რიხარდ
ვაგნერის
( ("უვერტურა"
და
"ვენერას
გამოქვაბულის
მუსიკა"(ოპერიდან
"ტანჰოიზერი")
(პარიზის
ვერსია)
(სხვათაშორის
ეს
ორი
შედევრი
პირველად
შესრულდა
საქართველოში)), ჟოზეფ მორის რაველის (ქორეოგრაფიული
პოემა
ორკესტრისთვის
"ვალსი")
და
სერგეი
რახმანინოვის ("კონცერტი
ფორტეპიანოსა
და
ორკესტრისთვის
N:3) ნაწარმოებები.
აღსანიშნავია
ის
ფაქტი,
რომ
რახმანინოვის
ნაწარმოებს
ორკესტრი
ახალგაზრდა
და
უნიჭიერეს
პიანისტთან
- სალომე
ჟორდანიასთან
ერთად
ასრულებდა
(რომელიც
2015 წლიდან
ჯულიარდის
მუსიკალური
სკოლის
(The Juilliard School) სტუდენტია). სალომე ამავდროულად გიორგი ჟორდანიას შვილია. გიორგი ჟორდანია მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორია. მან
2001 წელს
მოიპოვა
"მილენიუმის
დირიჟორთა
პირველი
საერთაშორისო
კონკურსის
გრან-პრი"
და
ამავე
წელს
"საქართველოს
სახელმწიფო
პრემია".
2013-2014 წლებში
მას
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის გენერალური დირექტორის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
საღამო
ვაგნერის
ნაწარმოებით
დაიწყო
და
დაწყებისთანავე
ვიგრძენი
ის
გასაოცარი
ტემპერამენტი,
ემოციურობა
და
აღტაცება,
რაც
ვაგნერს
ახასიათებს.
ინსტრუმენტების
ხმა
მთელ
დარბაზს
მოედო
და
მუსიკოსებისგან
წამოსული
დადებითი
ენერგია
ყველამ
შეიგრძნო.
ვაკვირდებოდი
დირიჟორისა
და
მუსიკოსების
ჰარმონიულ
კავშირსა
და
ურთიერთობას.
ამან
ცალკე
გამახალისა
და
ეს
ენერგია
მეც
გადმომეცა.
თითქოს
ვგრძნობდი,
რომ
ერთ-ერთი მუსიკალური
ცვლილების
შემდეგ
ჩემთვის
ნაცნობი,
მაგრამ
რეალურად
უცნობი
მელოდია
მოჰყვებოდა
(ვაგნერის
ეს
შედევრი
არასდროს
მქონდა
აქამდე
მოსმენილი).
ეს
ის
მაგიაა,
რომელიც
კლასიკური
მუსიკის
მთავარი
მახასიათებელია.
ჯადოსნურობა
აგავსებს
და
გაბედნიერებს.
"ვენერას
გამოქვაბულის
მუსიკის" დასრულების
შემდეგ
რაველის
"ვალსი"
შესრულდა,
რომლის
დაწყების
მომენტში
გამაჟრჟოლა,
რადგან
კონტრაბასების
ხმა
უძლიერესად
გუგუნებდა,
ვიგრძენი
"ვალსის"
სიდიადე.
ვფიქრობ
ეს
გენიალური
შესავალია,
რომელიც
თითქოს
სინათლის
და
სიბნელის
ბრძოლას
გვიჩვენებს.
შეგაშინებს,
გაგახარებს
და
აგავსებს
იმ
დადებითი
ენერგიით
რომელზეც
ზემოთ
ვილაპარაკე.
დადგა
კულმინაციური
მომენტი,
როდესაც
დირიჟორსა
და
სიმფონიურ
ორკესტრს
სალომეც
შეუერთდა
და
მათ
ერთობლივად
შეასრულეს
"კონცერტი
ფორტეპიანოსა
და
ორკესტრისთვის
N3".
სხვათაშორის,
მამა-შვილის თანამშრომლობა
თბილისის
სიმფონიურ
ორკესტრთან
ერთად
პირველად
არ
მომდარა.
2015 წელს,
12 ივნისს,
ზემოხსენებულ
მუსიკალურ
ცენტრში
გაიმართა
კონცერტი,
სადაც
შეასრულეს: პეტრე ჩაიკოვსკის ("კონცერტი
ფორტეპიანოსთვის
და
ორკესტრისთვის
N:1"), რიხარდ
შტრაუსის (სიმფონიური
პოემა"დონ ხუანი")
და ჟოზეფ მორის რაველის (კონცერტი
ფორტეპიანოსა
და
ორკესტრისთვის
სოლ-მაჟორი)
ნაწარმოებები.
მე
ამ
კონცერტსაც
დავესწარი
და
მახსოვს
ის
ემოციები,
რომელიც
მაშინ
მივიღე
მუსიკოსებისგან.
ჯერ
კიდევ
ორი
წლის
წინ,
ზემოხსენებული
ნაწარმოებები
მან
არაჩვეულებრივად
შეასრულა.
სალომეს
მაშინ
უკვე
ეტყობოდა,
რომ
იგი
ადვილად
დაიხვეწებოდა
და
განვითარდებოდა
მუსიკალურად.
უკვე
ორი
წელი
გავიდა
და
სალომეს
შეეტყო
თუ
როგორი
პროგრესული
მუსიკოსია.
გასაოცარი
იყო
დაკვრის
სისწრაფე,
ორკესტრთან
შერწყმა,
და
მომენტალურობა.
შევამჩნიე
მამა-შვილის თბილი დამოკიდებულება
და
სიყვარული
ერთმანეთის
მიმართ
და
ამან
კიდევ
უფრო
დადებითი
ნიშანი
მისცა
ამ
დღეს.
ეს
ძალიან
ლამაზი
და
დასამახსოვრებელი
საღამო
დიდი
ოვაციებით
და
წარმატებით
დასრულდა.
სალომესნაირი
ახალგაზრდა
მუსიკოსებით
უდავოდ
უნდა
იამაყოს
ქართველმა
ხალხმა,
რადგან
საბედნიეროდ
ნიჭიერი
ქართველი
ახალგაზრდები
მომრავლდნენ
და
უფრო
და
უფრო
ასახელებენ
თავიანთ
სამშობლოს
მსოფლიო
მასშტაბით.
მინდა
სალომეს,
ბატონ
გიორგის
და
ყველა
იმ
უნიჭიერეს
ადამიანს
ვუსურვო
კიდევ
უფრო
დიდი
წარმატება
და
კიდევ
უფრო
დიდი
სიმაღლეები,
ვინც
ასახელებს
ჩვენს
ქვეყანას
ახლაც
და
მომავალშიც.
და
ბოლოს,
ისევ
ვაგნერის
გენიალური
სიტყვებით
დავამთავრებ
სათქმელს:
"წარმოსახვა
ქმნის
რეალობას".
Leave a Comment