კომპოზიციის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

          
      20 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში,ჩატარდა კომპოზიციის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს. საერთო ჯამში შესრულდა 14 კომპოზიცია.ყველა კომპოზიცია ექსპერიმენტული კლასიკური მუსიკის მაგალითი იყო.ერთ-ერთი მათგანი დროუნის(დროუნი ექსპერიმენტული მუსიკის და მინიმალიზმის ერთ-ერთი განხრაა.იგი ხასიათდება უცნაური,არასტანდარტული ხმებით: შიშხინით და ღრმა,დამაყრუებელი გუგუნით) ელემენტებსაც კი შეიცავდა (ზოგიერთი მუსიკა ელექტრონული მუსიკის ელემენტებითაც იყო სავსე). კომპოზიციების უმეტესობა ქართველი კომპოზიტორების შექმნილი იყო, მაგრამ რამდენიმე მათგანი უცხოელ მუსიკოსებსაც ეკუთვნოდათ.
         
     მინდა ზოგიერთი კომპოზიცია გამოვყო: პირველი მათგანი,რომელმაც ჩემში შთაბეჭდილება გამოიწვია იყო მინიმალისტური მუსიკა სახელად „Two Sides“ ,რომლის კომპოზიტორი თორნიკე ტაბატაძეა, ხოლო შემსრულებლები: გიორგი შერმაზანაშვილი და სალომე ჯიჯეიშვილი გახლდათ.ეს კომპოზიცია ფორტეპიანოზე იქნა შესრულებული. შემდეგი კომპოზიცია,რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია კონსტანტინე მახარაძისციკლი ფორტეპიანოს,ვიოლინოსა და ჩელოსთვის, ფრანც კაფკას ნაწარმოებების - „მეტამორფოზა“, „პროცესიდაციხესიმაგრე“- მიხედვითიყო.ეს კომპოზიცია თვით ავტორმა შეასრულა და ვფიქრობ კარგად უჩვენა თავისი შინაგანი სამყარო მსმენელს.ასევე ძალიან მომეწონა დავიდ თორაძის „The Commander”, რომელიც ორი მუსიკოსის: ვაკო საათაშვილის და თაკო კანდელაკის მიერ იქნა შესრულებული.ეს ლამაზი და ჯაზთან მიახლოვებული კომპოზიცია იყო,რადგან ფორტეპიანოსთან ერთად საყვირთან ერთად შესრულდა (გამახსენდა ამერიკელი ლეგენდარული მესაყვირე მაილს დევისი). 
      
       ვფიქრობ ნებისმიერი   მუსიკის მოყვარული ადამიანი ელოდება კლასიკური თუ სხვა მიმდინარეობის კონცერტზე ყოფნისას იმ მომენტს, როდესაც იგი რომელიმე კომპოზიციას გამოარჩევს ყველასგან. ჩემთვის ასეთი კომპოზიცია სოფო საღარაძისპიესა ფორტეპიანოსთვისაღმოჩნდა რადგან, ამ მუსიკაში ყველაზე კარგად იყო წარმოჩენილი კლასიკური,პროგრესული და მინიმალისტური მუსიკის სრულყოფილი სინთეზი.დავინახე სევდაც,სიხარულიც და წარმომიჩნდა კომპოზიტორის შინაგანი სამყარო.მუსიკა ხშირად იცვლებოდა და სხვადასხვა ფაზებში გადადიოდა,შემდეგ პირვანდელ სახეს უბრუნდებოდა და მოულოდნელად ისევ იცვლიდა ფერს.(ცხოვრებაც ასეთი ცვალებადია!) შეიძლება ბედნიერი ადამიანი უეცრად გაუბედურდეს ან პირიქით. ასეთი მოულოდნელობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ადამიანთა სიცოცხლეს.ოთხი წუთის განმავლობაში ეს ემოციები ჩემს გონებაში და სულში ტრიალებდა.სწორედ სულში შეღწევის გამო გამოვარჩიე ეს კომპოზიცია და დავინახე სოფოს არაჩვეულებრივი მომავალი,რადგან მის მუსიკას უდავოდ შეუძლია მუსიკის მოყვარულთა სულში შეღწევა.პიესა იყო ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ხანგრძლივობით და ჩემი აზრით ყველაზე მრავლისმთქმელი ,რაც ამ დღეს შესრულდა. ეს კომპოზიცია ნიჭიერმა მუსიკოსმა თათა მახარაძემ ძალიან კარგად შეასრულა,მან გადმომიშალა ავტორისეული ბუნება. ძალიან საინტერესო საღამო იყო და მოხარული ვარ იმ ფაქტის, რომ ახალგაზრდა მუსიკოსები სხვადასხვა(ექსპერიმენტული გზებით) ცდილობენ თავიანთი სათქმელი გადმოსცენ მუსიკით და ჩვენც ვხედავთ ისეთ სამყაროებს, რომელსაც მუსიკის გარეშე ვერ დაინახავს ადამიანი.




No comments

Powered by Blogger.