Supersonic Vibe - Jamiroquai შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე
1993 წელს, როდესაც
ჯამიროქუაის
პირველი
სტუდიური
ალბომი
"Emergency On Planet Earth" გამოვიდა,არაერთმა იმ დროინდელმა მუსიკალურმა ჟურნალისტმა თუ კრიტიკოსმა ჯგუფს მოვლენა და სენსაცია უწოდა. უოლის ბუქენანის დიჯერიდუს არქაული და აბორიგენული ხმა, ტობი სმიტის (ტობი სამწუხაროდ 2017 წელს გარდაიცვალა.
იგი
ცნობილი
იყო
თავისი
უცნაური
სინთეზატორული
ეფექტებით,ძალიან ატმოსფერული
შესრულებით
და
ითვლებოდა
ჯამიროქუაის
ერთ-ერთ ყველაზე
ნიჭიერ
წევრად.
ჯამიროქუაის
პირველ
ხუთ
ალბომში
ტობი
თითქმის
ყველა
სიმღერის
ავტორი
ან
თანაავტორი
იყო(ჯეი ქეისთან
ერთად).
მან
ჯგუფი
2002 წელს
დატოვა.)
ფსიქოდელიური,
პინკ
ფლოიდისეული
რითმები,სტიუარტ
ზენდერის
ფანკური
ბასლაინები
და
ჯეი
ქეის
ანგელოზისმსგავსი
ხმა
ანათებდა
ამ
შედევრალურ
ალბომს.
ჯეი
ქეიმ
იცოდა
თუ
რას
ნიშნავდა
მუსიკალური
ბედნიერება,მან
23-24 წლის
ასაკში
უკვე
მიაღწია
მუსიკალური
ლეგენდარულობის
მწვერვალს,რადგან ზუსტად აჩვენა კაცობრიობას
თუ
რა
არის
ბედნიერება(ბედნიერებას
ყველაზე
მარტივად
სწორედ
მუსიკაში
ვპოულობთ)
,მაგრამ
ჩვენ
ჯამიროქუაისეულ
ბედნიერებას
კიდევ
უფრო
მეტად
ცოცხალი
შესრულებით
შევიცნობთ
და
ვფიქრობ
რომ,
თითოეულმა
ადამიანმა
შეიგრძნო,ვინც ესწრებოდა
გასაოცარ
"შავი
ზღვის
ჯაზ
ფესტივალს".
ფესტივალი
2017 წლის
27 ივლისს
გაიხსნა
კლუბ Take
Five-ში,
შემდგომ
28 ივლისს ბათუმის
საჩოგბურთო
კლუბის
ტერიტორიაზე
განლაგებულ
სცენაზე
გადაინაცვლა,
და
4 დღის
განმავლობაში
გაგრძელდა
(27-30 ივლისი).28
ივლისს
მოხდა
ის
მოვლენა,რასაც რამდენიმე
თვე
ქართველი
მსმენელი
ელოდა.
საღამოს
10 საათისთვის
ირგვლივ
დაბნელდა
და
ფეხქვეშ
ვიგრძენი
ვიბრაცია(მეგონა რომ უოლისი დიჯერიდუს
აგუგუნებდა
სცენის
ქვემოდან),ვიბრაციას
ძალიან
უცნაური
მუსიკა
მოჰყვა
,რომელიც
ჯამიროქუაისეულ
შესავალ
ინსტრუმენტალს
წააგავდა(ელექტრონული
მუსიკის
სტილში),ეს დიდი ატმოსფერული,მუსიკალური
მოლოდინი
დიდმა
სიხარულმა
შეცვალა.მივხვდი
,რომ
დრო
დადგა
ჯამიროქუაის
კონცერტის
დაწყებისა.უეცრად სცენაზე
დამონტაჟებულ
უზარმაზარ
ეკრანზე
ციფრებმა
დაიწყო
მონაცვლეობა
და
ამ
დროს,ამ ვიზუალურ
ეფექტთან
ერთად(არ შემიძლია
არ
აღვნიშნო
"Eastern Promotion"-ის უდიდესი წვლილი მთელი ფესტივალის ფარგლებში გენიალური ეფექტებისა და საოცარი აუდიო სისტემის იდეალურ მდგომარეობაში გაფორმების და ამუშავების
გამო,მათ მართლაც
დაუმტკიცეს
მსოფლიოს
რომ
Black Sea Jazz Fest ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ჯაზ ფესტივალებს შორის და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას ეხება) ჯამიროქუაის ახალი სიმღერა "Shake It On" გაისმა.
რა
თქმა
უნდა
ამან
დიდი
სიხარული
გამოიწვია
ხალხში
და
დიდი
ოვაციებით
შეეგება
კლუბის
მთელ
ტერიტორიაზე
მყოფი
საზოგადოება
გენიალურ
ჯეი
ქეის
(რომელსაც,
ელექტრონული,მოძრავი
ქუდი
ეხურა
თავზე.ქუდი სცენის განათების
მიხედვით
იცვლიდა
ფერებს,ფორმას და ამავდროულად
ტრიალებდა)და ჯამიროქუაის.
უახლეს
ალბომ
"Automaton"-ში ძალიან ხშირად შეხვდებით გენიალურ სინთეზატორულ რიფებსა და მელოდიებს(Hot Property,Automaton,Shake it
on და
Vitamin) და
"Shake it on" ამის საუკეთესო მაგალითია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია(Setlist.fm-ზე დაყრდნობით) ჯამიროქუაიმ Automaton-ის ტურნეზე
რაოდენობრივად
ყველაზე
მეტი
სიმღერა
ფლორენციაში,იტალიაში
შეასრულეს(19
კომპოზიცია)
და
შემდეგ
ბათუმში
(18 კომპოზიცია).ვაკვირდებოდი
ჯეი
ქეის,თუ როგორ უხაროდა
და
იღიმოდა,
როდესაც
ამდენ
ახალგაზრდას
ბედნიერს
ხედავდა
და
როგორი
მონდომებით
მღეროდა(ქართველებიც
დიდი
სიყვარულით
ჰყვებოდნენ),
მან
ბედნიერება
გვაჩუქა
ნებისმიერი
ასაკის
ადამიანს
(ძალიან
გამახარა
იმ
ფაქტმა,
რომ
ჩემთან
ერთად
ნებისმიერი
ასაკის
მელომანსა
თუ
უბრალოდ
დამწყებ
მსმენელს
შეხვდებოდით).
მართალია
კლასიკური
ჯამიროქუაის
წევრებიდან(1992-1999)
მხოლოდ
სოლა
აკინგბოლა(პერკუსია
და
დასარტყამი
ინტრუმენტები)
და
დერიკ
მაკკენზი(გენიალური
დრამერი)
დარჩნენ,მაგრამ კოსმოსური
ჯგუფი
არაჩვეულებრივი
ლაინაფით
ჩამოვიდა
ქართულ
ფესტივალზე.ბას გიტარაზე
პოლ
თორნერი უკრავდა,რომელმაც
ახალი
ჰიტის
Cloud 9-ის
შესრულების
დროს
სინთეზატორულ
ბასზე
გადაინაცვლა
და
ლამაზი
ბასლაინი
სინთეზატორზე
დაუკრა,არაჩვეულებრივ
გიტარ-რიფებს
"ისროდა"
რობ
ჰარისი(რომელიც
პირველად
A Funk Odyssey-ში გამოჩნდა.მის ყველაზე ცნობილ გიტარ-რიფს "Love Foolosophy"-ში მოისმენთ;დამხმარე გიტარისტი და ამავდროულად მეორე სინთეზატორისტი ნეით უილიამსი
იყო,ხოლო მთავარი
სინთეზატორისტი
და
პიანისტი
მეტ
ჯონსონი
თავის
გენიალურ
რითმებს
ქართველებს
კიდევ
უფრო
გვაყვარებდა.მისი დაკვრის
მომენტში
ტობიც
გამახსენდა,რადგან პერიოდულად
იგი
სმიტის
ფსიქოდელიურ
ელემენტებს
ურევდა,რომელიც
სამყაროს
ყველაზე
შორეულ
პლანეტასაც
კი
მისწვდება.მეტი მუდამ იღიმოდა
რადგან
თითოეულ
მუსიკოსთან
ერთად
ჯამიროქუაისეულ
Vibe-ს(ანუ ემოციურ
ატმოსფეროს,
ამ
სიტყვებს
გენიალურ
space cowboy-ში მოისმენთ,რომელიც ამ დღეს გენიალურად შესრულდა) ქმნიდა.
შემდეგ
შესრულდა
ფანკის
ისეთი
შედევრები
როგორიცაა:Cosmic
Girl,Emergency On Planet Earth,Little L და სხვა.ძალიან დიდი სიურპრიზი იყო,როდესაც ლეგენდარული, ჩემთვის ყველაზე
საყვარელი
და
ყველაზე
დიდი
ემოციებით
სავსე
Virtual Insanity შეასრულეს,თითქოს ველოდი მთელი კონცერტის განმავლობაში(ამ ტურნეზე ეს სიმღერა იშვიათად სრულდება,როგორც წესი მის ნაცვლად Supersonic-ს უკრავენ).მოხდა ნამდვილად
ამ
ტურნესთვის
პირველი
შემთხვევა.Virtual
Insanity-ს
შემდეგ
მცირე
ხნიან
პაუზას
მოჰყვა
Supersonic.(რომელიც
სხვათაშორის
საბოლოო
შესრულებაა
ამ
დღესაც
და
სადაც
უოლის
ბუქენანი
უკრავდა
დიჯერიდუზე
უკანასკნელად,(ვგულისხმობ
1999 წლის
ალბომს
"Synkronized")უძველეს ავსტრალიურ ინსტრუმენტზე,რომლის ბგერა და ხმა კაცობრიობის პირველ სიტყვას ჰგავს)).ბედნიერი ვარ რომ ჩემს ქვეყანაში უკვე მეორედ ჩამოვიდა ჯამიროქუაი და მეორედ გაუზიარა თავისი სუპერსონიკული Vibe(კიდევ უფრო გამძაფრებულად),სწორედ აქ,ბათუმში,საქართველოში
იყო
იდეალურ
ფორმაში
ჯეი
ქეი,მისი ხმა წააგავდა
ჩვენს
ბავშვობაში
თუ
ახალგაზრდობაში
გაგონილ
ლამაზ
და
ცვალებად
ხმას,ხმას რომელიც
ახარებს
და
აბედნიერებს
ადამიანს
რამდენიც
არ
უნდა
მოისმინოს.ჯამიროქუაი
პლანეტარული
მასშტაბის
ჯგუფია
(Interplanetary good vibe zone),ჯეი ქეი კი პლანეტარული მომღერალი. როგორც არ უნდა შეიცვალოს ჯგუფის შემადგენლობა,იმ პირვანდელ არქაულ,ფსიქოდელიურ
და
ფანკურ
სტილს
ახალ
"Automaton"-თან შერწყმით ინგლისური ლეგენდარული ბენდი "ჯამიროქუაი" ვერასდროს დაკარგავს,
რადგან
მთელი
ჯგუფის
არსი
ჯეი
ქეისეულ
აურაშია,რომელიც
მუდამ
დარჩება
მსოფლიო
მუსიკის
ისტორიის
საუკეთესო
ადგილას.
Special Thanks To Jaba Oniani For
Artwork
Leave a Comment