Black Sea Jazz Festival 2017 ბათუმში
27 ივლისს ფესტივალი
კლუბ Take
Five-ში
, უნიჭიერესმა
ჯაზ-ორგანისტმა,პიანისტმა
და
გოსპელის
მუსიკოსმა კორი ჰენრიმ გახსნა თავის ბენდთან
"The Funk Apostles"-თან ერთად. კორიმ 30 წლის ასაკში უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.მან თავიდან მოღვაწეობა სხვადასხვა სახელგანთქმული მუსიკოსების (ბრიუს სპრინგსტინი,კენი გარეტი და კირკ ფრანკლინი(ცნობილი
ამერიკელი
გოსპელის
მუსიკოსი)) ტურნეებზე
პიანისტად
დაიწყო,რის შემდეგაც
იგი
წარმატებული
სოლო
მუსიკოსი გახდა.კლუბში ჩატარებული
შოუ
ძალიან
ემოციური
იყო.ინსტრუმენტზე
არაჩვეულებრივად
შესრულებასთან
ერთად
იგი
ასევე
ძალიან
კარგ
ვოკალურ
შესაძლებლობებსაც
ფლობს. "The
Funk Apostles" ნამდვილად პროფესიონალი მუსიკოსებისგან შედგება და ისინი ძალიან კარგად შეერწყნენ ჰენრის ვოკალურ
და
ორგანულ
იმპროვიზაციას.
ფესტივალმა,
28 ივლისს ბათუმის
საჩოგბურთო
კლუბის
ტერიტორიაზე განლაგებულ
სცენაზე
გადაინაცვლა,სადაც ლეგენდარული
ჯამიროქუაის
გასაოცარი
კონცერტი
გაიმართა(რომლის შესახებაც
ჩემს
წინა
სტატიაში
წაიკითხავთ). კოსმოსური
ჯგუფის
შოუს
შემდეგ
კი
კლუბ
Take Five-ში Matthew
Hartnett & The Gumbo All-Stars-ის კონცერტი გაიმართა. მეთიუ ნამდვილად
გამორჩეული
ამერიკელი
თრომბონისტია. იმპროვიზაცია
თითქოს
მის
სისხლში
დევს.მისმა უძლიერესმა
ბენდმა,29
ივლისსაც
გახსნა
ფესტივალის
დღე,მაგრამ ამჯერად
კლუბის
ნაცვლად
დიდ
სცენაზე.საყვირები
და
სხვადასხვა
ინსტრუმენტები
სინქრონულად
ჟღერდა
და
ხშირად
ცვლილებასაც
განიცდიდა.მეთიუს ჯგუფი ნამდვილად
ნათელი
ვარსკვლავებისგან
შედგება.
ამ
დღესვე
ჩატარდა
ლეგენდარული
ჰიპ-ჰოპ კოლექტივის
"De La Soul"-ს შოუ.ჯგუფი ითვლება ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ პიონერად(მათ განსაკუთრებით ჯაზ რეპის და ალტერნატიული ჰიპ ჰოპის ჩამოყალიბებაში
მიუძღვით
დიდი
წვლილი).
დე
ლა
სოულს
კონცერტის
მსვლელობისას
ჰყვებოდა
ხალხი
სიმღერაში
და
შოუ
ძალიან
ენერგიული
აღმოჩნდა.
დე
ლა
სოულის
შოუს
შემდეგ
კლუბ
Take Five-ში,ახალგაზრდა
მუსიკოსის
ლუ
ბერის
კონცერტი
ჩატარდა.იგი უნიჭიერესი
პიანისტია,რომელიც
ურევს
უამრავ
საინტერესო
მუსიკალურ
ელემენტებს
თავის
იმპროვიზაციულ
შესრულებაში.სინთეზატორის
ეფექტების
ცვლილებით,
მან
ლამაზი
შინაგანი
სამყარო
გადმოგვიშალა.
30 ივლისი ასევე ძალიან მრავალფეროვანი
და
საინტერესო
აღმოჩნდა.
ჯოს
სტოუნის
და
მისი
ბენდის
გამოსვლამდე,ფანტასტიკურმა
დებიუტანტმა
MF Robots-მა(მათ არც ისე დიდი ხნის წინ გამოუშვეს
თავიანთი
პირველი
სინგლი
"The Night Is Calling" და სულ მალე 2017 წლის ბოლოს პირველ ალბომსაც გამოუშვებენ).მათი მესაყვირეების
შესრულება
ძალიან
მივამსგავსე
Earth,Wind And Fire-ის მიერ შექმნილ იდეალურ და ჰარმონიულ სტილს,რომელიც ჯამიროქუაისაც კი აქვს რამდენიმე ალბომში გამოყენებული."MF Robots"- ნამდვილად
დიდი
მომავლის
მქონე
ჯგუფია
და
ვიმედოვნებ,რომ მათი თითოეული
სამომავლო
პროექტი
ნამდვილად
გაამართლებს
მსმენელთა
იმედებს.
შემიძლია
ვთქვა,რომ ჯოს სტოუნი, ერთ-ერთი ყველაზე
საუკეთესო
თანამედროვე
ვოკალისტია.
მისი
ხმის
სიძლიერე
და
ცვალებადობის
შესაძლებლობა,ამტკიცებს
იმას
თუ
რა
ფანტასტიკური
მომღერალია
ჯოსი.მისი ბენდის თითოეული
წევრი
დიდი
პროფესიონალია
თავისი
საქმის
და
არაჩვეულებრივად
ერწყმის
უნიჭიერეს
ჯოს
სტოუნს.ჯოსს ძალიან უყვარს მსმენელთან
ურთიერთობა.მან არაერთხელ
მიმართა
ხალხს.აინტერესებდა
თუ
როგორ
იყო
ქართულად
ისეთი
ყოველდღიური
და
თითქოს
უბრალო,მაგრამ ამ დროს უმნიშვნელოვანესი
სიტყვები
ჩვენი
სიცოცხლისთვის:მადლობა,მიყვარხარ
და
გაგიმარჯოს.
ჯოსის
არაჩვეულებრივ
შესაძლებლობებს
თითოეული
მსმენელი
აჰყვა.ჯოს სტოუნის
გიტარისტმა
Steve Down-მა
უძლიერესი
გიტარ-სოლო შეასრულა
კონცერტის
ბოლოს.ამ სოლოს მოსმენის
პერიოდში
კიდევ
ერთხელ
დავრწმუნდი
თუ
როგორი
სტილისტურად
მრავალფეროვანი
ფესტივალი
ჩატარდა
ამ
დღეების
განმავლობაში
ბათუმში.გიტარისტმა
ჯაზიდან
და
ბლუზიდან
დაწყებული
მძიმე
მეტალის
ელემენტებით
დამთავრებული,უამრავ გიტარულ
სტილს
შეეხო
და
ზოგადად
ჯოსის
ჯგუფმა
დიდი
მუსიკალური
პალიტრა
გადმოგვიშალა
რამაც
კიდევ
უფრო
დაამტკიცა
მათი
შესრულების
მრავალფეროვნება.დღის ბოლოს კი ფესტივალი
ისევ
კლუბ
"Take five"-ში დახურა MF Robots-მა,თავიანთი ენერგიული და სიცოცხლით სავსე შესრულებით.ფესტივალი მოვლენა იყო თავისი განათებით,ეფექტებით,ხმის ხარისხით და თითოეული დღე ძალიან საინტერესოდ დაიწყო და დასრულდა. ასეთი მსოფლიო დონის ფესტივალის ჩატარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის "Eastern Promotion"-სა და თითოუელ
იმ
ადამიანს
რომელიც
ქვეყნის
კულტურულ
განვითარებაზე
ზრუნავს.ასეთი ღონისძიებები
უყალიბებს
ახალგაზრდა
თაობას
გემოვნებას
და
იმის
სურვილს,რომ რაიმე ახალი შექმნან.
Leave a Comment