თბილისის ჯაზ ფესტივალი 2017 - Tbilisi Jazz Festival 2017
ჯაზი სულის ხმა არის.ეს ხმა კაცობრიობას
თავისუფლებისკენ
მოუხმობს.წლევანდელი
თბილისის
ჯაზ
ფესტივალი
რიგით
მეოცეჯერ
ჩატარდა
ფილარმონიის
დიდ
საკონცერტო
დარბაზში.ქართული
ფესტივალი
ნამდვილად
გამოირჩევა
თავისი
მრავალფეროვნებით(თბილისის
ჯაზ
ფესტი
1978 წელს
ჩამოყალიბდა,შემდეგ იგი
1986 და
1989 წლებში
ჩატარდა,ხოლო
2000 წლიდან
ფესტივალი
,ყოველწლიურად
ტარდება
ჩვენს
ულამაზეს
დედაქალაქში(გამონაკლისი
მხოლოდ
2008 წელია)
).წლების
განმავლობაში
თბილისის
ჯაზ
ფესტივალზე
უამრავი
ლეგენდარული
მუსიკოსი
თუ
ჯგუფი
ჩამოვიდა
და
გაუზიარა
ქართველ
მსმენელს
თავისი
მდიდარი
სულის
ნაწილი.ამ მუსიკოსების
სია
გიგანტურია
და
კიდევ
უფრო
და
უფრო
იზრდება
დროთა
განმავლობაში. სხვათაშორის
ფესტივალის
ფარგლებში
ძალიან
საინტერესო
მცირე
დოკუმენტური
ფილმი
აჩვენეს,
რომელიც
ფესტივალის
39 წლიანი
არსებობის
შესახებ
მოგვითხრობს.
ფესტივალის
დამფუძნებელმა
ბატონმა
გაიოზ
კანდელაკმა
ძალიან
საინტერესო
სიტყვები
თქვა:
"რა
არის
ჯაზი?ჯაზი ეს არის იმპროვიზაცია
ადამიანების
ურთიერთობა,როგორც მუსიკოსების
ურთიერთობა.თავისუფალი
ადამიანი
თუ
ხარ
შენ
ჯაზს
დაუკრავ
და
მოისმენ
თუ
არა
ხარ,თავისუფლება
შენ
თუ
არ
გიყვარს
ჯაზს
ვერც
გაიგებ
ვერასდროს
რა
არის
ჯაზი
საერთოდ.ამის ახსნაც არ შეიძლება".
ნამდვილად ასეა! ჯაზი თავისუფალი
ადამიანის
მუსიკაა,იგი გონებას
და
პიროვნების
შინაგან
მდიდარ
სამყაროს
ხსნის.ეს მდიდარი
სამყარო
სწორედ
თავისუფლებაში
გამოიხატება.ადამიანი
მუდამ
იბრძვის
თავისუფლებისთვის
და
ეს
თავისუფლება
ყველაზე
მარტივად
სწორედ
ამ
გენიალური
მუსიკალური
სტილიდან
მჟღავნდება.
ფესტივალი
2 ნოემბერს
Tbilisi Event Hall-ში ლეგენდარულმა Tower Of Power-მა გახსნა.ჯგუფი 1968 წელს შეიქმნა და მას მერე გასაოცარი დისკოგრაფიით შეავსო რითმ ენდ ბლუზ(R&B)-ის, სოულის თუ ფანკის მუსიკალური
ისტორიის
ფურცლები.მათი საყვირების
სექცია
ნამდვილად
კოშკია
და
უმაღლესი
წერტილია
იმ
ძალის,(Tower
Of Power სწორედ
ასე
ითარგმნება)
რასაც
ეს
9 კაციანი
ბენდი
აფრქვევს
სცენაზე.საუკეთესო
მესაყვირეებით
დაკომპლექტებული
TOP წლების
განმავლობაში
ასევე
ისეთ
ლეგენდარულ
მუსიკოსებთან
და
კოლექტივებთან
ერთად
ასრულებდა,როგორებიც
არიან:კარლოს სანტანა,Aerosmith,Elton
John,Graham Central Station(ერთ-ერთი საუკეთესო ბასგიტარისტის Larry Graham-ის ჯგუფი.ლარიმ გამოიგონა
ბას-გიტარის
სლეპის
ტექნიკა,რომელიც
დღემდე
უამრავ
მუსიკალურ
სტილში
გამოიყენება(ლეგენდარული
და
გავლენიანი
ბასგიტარისტები: სტენლი კლარკი,Flea,მარკუს მილერი,Tony
Choy,Robert Trujillo და ვიქტორ ვუტენი არიან დაკვრის ამგვარი ტექნიკის მოყვარულები და ხშირად იყენებენ მას თავიანთი შესრულებისას),Grateful Dead და უამრავი
სხვა.TOP-ის ძლიერი და დომინანტური
შესრულება
მსმენელმა
მალევე
შეიგრძნო.ჯგუფის ვოკალისტმა
მარკუს
სკოტმა
მსმენელთან
თბილი
ურთიერთობა
დაამყარა.ხალხი ყვებოდა
მას
სიმღერაში
და
ფესტივალის
პირველი
დღე
კიდევ
უფრო
გამდიდრდა
ენერგიული
და
ფანკური
სიძლიერით.ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა
ემილიო
კასტილომ
სასიხარულო
ამბავი
ამცნო
თბილისელ
ჯაზის
მოყვარულებს.
2018 წელს
TOP-ის
ახალი
ალბომი
გამოვა
,რომელიც
ვიმედოვნებ
ისეთივე
ძლიერი
და
უმაღლესი
დონის
იქნება,
როგორიც
2009 წლის
ალბომი The
Great American Soulbook გახლდათ.მათ არაერთი ცნობილი ჰიტი შეასრულეს და ულამაზესი დღე გვაჩუქეს ქართველ მსმენელებს.
ფესტივალის
შემდგომ
დღეს
თბილისის
ივენთ
ჰოლს
ამერიკელი
საქსოფონისტი
ჯო
ლოვანო
ესტუმრა(რომელსაც
გრემის
ჯილდო
აქვს
მიღებული
2000 წელს)
თავის
კლასიკურ
კვარტეტთან
ერთად.საინტერესო
იყო
ის
ფაქტი,
რომ
ჯომ
და
მისმა
ბენდმა
არამხოლოდ
კლასიკური
ჯაზი
შეასრულეს,არამედ ეგრეთწოდებული
Free Jazz ანუ
თავისუფალი
ჯაზი(ან სხვანაირად
რომ
ვთქვათ
ექსპერიმენტული
ხასიათის
ჯაზი,რომლის შესრულების
დროსაც
მუსიკოსები
ჯაზის
ძველ
იერსახეს
უბრუნდებიან,იმ დროს როცა ჯაზი რელიგიურ
ან
რიტუალურ
ხასიათსაც
კი
ატარებდა
აფროამერიკელებს
შორის).ეს სტილი გამოირჩევა
იმით
,რომ
განსაკუთრებული
პროგრესული
ცვლილებები
იგრძნობა
მუსიკაში,მუსიკა მოულოდნელია
და
ამავდროულად
არ
კარგავს
კლასიკური
ჯაზის
ჟღერადობას.ჯოს ჯგუფის თითოეული
წევრი
უცნაურ
მუსიკალურ
ელემენტებს
იყენებდა,რომელიც
კიდევ
უფრო
ამდიდრებდა
ბენდის
მრავალფეროვან
ინსტრუმენტალიკას.
ჯოს
მუსიკა
ხშირად
მშვიდია,მაგრამ პერიოდულად
ხასიათს
იცვლის
და
უფრო
მოძრავი
ხდება.ჯო ლოვანოს
და
მისი
ბენდის
შესრულებამ
ნამდვილად
ძალიან
დიდი
შთაბეჭდილება
დატოვა
ჯაზის
მოყვარულთა
შორის
ვინც
თბილისის
ჯაზ
ფესტივალს
ესწრებოდა.
ფესტივალის მესამე დღე უნიჭიერესმა ქართველმა პიანისტმა პაპუნა შარიქაძემ გახსნა(იგი 2015 წლიდან ბერკლის სტუდენტია),რომელიც ლეგენდარულ ედი გომეზთან(ედი დიდი ჯაზ პიანისტის ბილ ევანსის ბასგიტარისტი იყო 11 წლის განმავლობაში და მასთან ერთად 14 სტუდიური ალბომი გამოუშვა) და ასევე ახლგაზრდა დრამერ ტაისონ ჯექსონთან ერთად წარსდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე.კონცერტზე შესრულდა ჯაზ სტანდარტები და პაპუნას არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით "თბილისი"(რომელმაც მსმენელებში დიდი ემოციები გამოიწვია) ,რაც შეეხება ედის შესრულებას,მას ნამდვილად ეტყობა თუ როგორი წარსულის მქონე მუსიკოსია,თითოეული აკორდიდან ვამჩნევთ მის პროფესიონალიზმს და ლეგენდარულობას,თუ როგორი ემოციურობით უკრავს და ასხივებს სცენას.პაპუნას ტრიოს შემდეგ სცენაზე ლეგენდარული ბასგიტარისტი სტენლი კლარკი გამოვიდა თავის არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად,სადაც ახალგაზრდა,მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილი ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი უკრავს.იგი სტენლის ბენდის მუდმივი წევრია.ბექას 2012 წელს ჩიკ კორეასთან ერთად აქვს შესრულებული და უკვე მრავალ დიდ წარმატებას მიაღწია.სტენლიმ თავდაპირველად კონტრაბასზე დაიწყო შესრულება,შემდეგ ბასგიტარაზე გადაინაცვლა.იგი ხშირად ცვლიდა ბასგიტარის თუ კონტრაბასის ეფექტებს და იმპროვიზირებდა თავის ბენდთან ერთად.სტენლი ეგრეთ წოდებულ "თაფინგის"(Tapping) და სლეპის ტექნიკებს იყენებდა შესრულების დროს და რაც ყველაზე საინტერესოა დროს უთმობდა თავის ახალგაზრდა ჯგუფის წევრებს.სინთეზატორისტი შონ მაკკემპბელი ვოკოდერის დახმარებით ხმებს ცვლიდა და მღეროდა,რომელსაც აკომპანიმენტს ბექა უწევდა ფორტეპიანოთი და შემდგომ სინთეზატორით.რაც შეეხება რითმ სექციას: დრამერი შარიქ თაქერი ძალიან სწრაფ ტემპში და მელოდიურად უკრავდა დრამზე,პერიოდულად ლათინური მუსიკის ელემენტებს იყენებდა შესრულების დროს. ამავდროულად ავღანელმა ტაბლაისტმა(ტაბლა უძველესი აზიური დასარტყამი ინტრუმენტია) და პერკუსიონისტმა სალარ ნადერმა არქაული აზიის მაგიური იერსახე მისცა კონცერტს(მან ლეგენდარული ინდოელი ჯაზმენი და დრამერი ტრილოკ გურტუ(რომლის კასეტა პირველად 10 წლის წინ მოვისმინე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,ჯერ კიდევ 11 წლის ადამიანზე) შემახსენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტთან,სინთეზატორისტთან და მუსიკალურ გენიოსთან ჯო ზავინულთან ერთად უკრავდა(საინტერესოა ის ფაქტი, რომ მან და ზავინულმა ინდური ხალხური მუსიკის და ჯაზის იდეალური შერწყმა მოახერხეს). სხვათაშორის სალარი უდიდესი ტაბლაისტის ზაკირ ჰუსეინის მოსწავლეა,გურტუსა და ზაკირის გავლენა მას ძალიან ეტყობა,მაგრამ ამასთანავე იგი გვიჩვენებს მის საკუთარ სტილს,რომლის ენერგიაც ძალიან მაღალ მუსიკალურ მწვერვალებს წვდება(და არ უნდა დაგვავიწყდეს გურტუსა და ჰუსაინივით შეძახილები,რომლებსაც სალარი იმპროვიზირებდა "რატაკატატატკა".) ).გასაოცარი იყო ჯგუფის წევრების ინსტრუმენტული დუელები.როდესაც დრამერი დრამსოლოს უკრავდა,უეცრად ყველაფერი ჩერდებოდა და კლარკი ანიშნებდა სალარს ,რომ მისი დრო დადგა ეჩვენებინა მაყურებლისათვის მაღალი კლასი.სალარის ჯადოსნურმა ენერგიულობამ მთელი დარბაზი დაიპყრო.სტენლი მულტიკულტურული ადამიანია. მას ჯგუფში ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად ავღანელი და ქართველი მუსიკოსები ჰყავს,ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს სტენლის გენიოსობაზე. ბენდმა ისევ ჯაზ-ფიუჟენში და შემდგომ ჯაზ-ფანკში გადაინაცვლა და მოხდა კულმინაცია კონცერტის ,როდესაც მთელმა შემადგენლობამ ერთდროულად შეასრულა იმპროვიზაციული ინსტრუმენტალი,რომლის შემდგომ კლარკი დაემშვიდობა ქართველ ჯაზის მოყვარულებს.
პაპუნამ
და
ბექამ
ნამდვილად
დაამტკიცეს,რომ ქართული
ჯაზის
და
ქართული
მუსიკის
მომავალი
დიდი
წარმატებებითაა
სავსე
და
რაც
ყველაზე
სასიხარულოა
ქართველი
მუსიკოსების
რიცხვი
მცირე
დროში,ძალიან სწრაფად
იზრდება.ჯაზი თავისუფლების
მოყვარული
ხელოვნებაა,რომელიც
რაც
დრო
გადის
და
რაც
უფრო
ვითარდება,
მით
უფრო
თავისუფლდება
ყოველგვარი
შეზღუდვებისგან.უდიდესმა
ჯაზმენმა
ჰერბი
ჰენკოკმა
ერთხელ
თქვა:მისი აღმატებულება
ჯაზი,სულის აღმაფრენაა.
Artwork By Jaba Oniani
Live At Tbilisi Jazz Festival:
Leave a Comment