შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2018 (მომდევნო სამი დღე) - Black Sea Jazz Festival 2018
არტისტის მოვალეობაა აირეკლოს დრო – ნინა სიმონი
ჩემს წინა სტატიაში
რობერტ
პლანტის
გრანდიოზულ
კონცერტზე
ვისაუბრე,
რომელმაც "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი" დაუვიწყარი შოუთი გახსნა. ბუნებრივია ფესტივალის მომდევნო დღეს დიდი სიხარულით და ინტერესით ველოდი. ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის საჩოგბურთო კლუბში გაგრძელდა. 19 ივლისს პლანტის კონცერტის შემდეგ კლუბის სცენაზე ფრანგული ბენდი Mop-Mop გამოვიდა. ისინი ფანკის, ელექტრონიკის და ლათინური პერკუსიული მუსიკის ლამაზ სინთეზს ქმნიდნენ ქსილოფონით, დრამით, ბას-გიტარით, სინთეზატორით და კონგით. ფესტივალის მეორე დღეს ბათუმს ჩვენი დროის თვალსაჩინო ტრომბონისტი „Trombone
Shorty“ ეწვია მისი უნიჭიერესი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდით „Orleans Avenue” (რომელიც 2009 წლიდან არსებობს). ტრომბონი საინტერესო ისტორიის და გამოცდილების მქონე მუსიკოსია. იგი 4 წლის ასაკში სცენაზე თვით ბო დიდლისთან ერთად გამოვიდა (ბო დიდლი ლეგენდარულ ბლუზმენად ითვლება. იგი ერთ-ერთი უპირველესი მუსიკოსია, რომელსაც როკენდროლის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის). ტრომბონი ღრმა ბავშვობიდან ვუნდერკინდად ითვლებოდა და 90-იანი წლების დასაწყისში არაერთ ცნობილ Brass-ბენდში უკრავდა. მცირე ხანში მან შეძლო დაეკრა ტრომბონზე არაერთი ლეგენდარული და პოპულარული ბენდების და არტისტების ალბომებსა, შოუებსა თუ ტურნეებში. მათ შორის: Earth,Wind And Fire, Eric Clapton, B.B. King,
Jeff Beck, Lenny Kravitz, U2, Green Day და სხვა.
Trombone Shorty გამოგზაურებთ არაერთი მუსიკალური ჟანრის სამყაროში. იგი ტრომბონის ნოტებს საოცრად ათამაშებს. შეუძლია ერთი ნოტი დიდი ხნის განმავლობაში გაუჩერებლად უკრას მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით. მას სულში უდევს ტრომბონი, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას მისივე სულის ინსტრუმენტის ზედმეტსახელი( მისი ნამდვილი სახელი და გვარი Troy Andrews-ია). მოქნილი და ლამაზი ნოტებიდან Trombone Shorty-სეული მსოფლმხედველობა გვეშლება. ეს თავისუფლების მოყვარული მუსიკაა. თითქოს ტროი ხვდება თუ რისი მოსმენა გვსურს მსენელებს იმ წამს, როდესაც იგი ამ ჟღერადობას აფრქვევს ისეთი გენიალური ინსტრუმენტიდან როგორიც ტრომბონია. შესრულდა როგორც Trombone Shorty-ს საავტორო კომპოზიციებიც, ასევე რამდენიმე ქავერიც. საყვირ ინსტრუმენტთა სოლოებს ტროისთან ერთად საქსოფონისტი BK Jackson (რომელიც 2013 წლიდან პრინცის ბექინგ ბენდ „New
Power Generation”-ში უკრავს) და ბარიტონული საქსოფონისტი დენ ოსტრაიქერი იყოფდნენ. ხანდახან სამივე მესაყვირე ეჯახებოდა მუსიკალურად ერთმანეთს და სამი ლამაზი ხმა ერთდებოდა. გიტარისტი პიტ მურანო გიტარული ჯაზის, ბლუზის, R&B-ის, სოულის და ფანკის რიტმებთან ერთად პანკის,როკის და ამავდროულად მძიმე მეტალის ელემენტებით ავსებდა ამ გასაოცარ ბენდს. გამახსენდა მონოლითური ბლექ საბათის გიტარისტი და ერთ-ერთი საუკეთესო გიტარ-რიფების ავტორი მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ტონი აიომი (ლამაზი და პერიოდულად მძიმე გიტარ რიფების წყობის გათვალისწინებით). ერთ-ერთი რიფი War Pigs-საც კი მივამსგავსე. პიტი მრავალი წელია გიტარაზე უკრავს
(მან უამრავი გიტარისტის მსგავსად ჯიმი ჰენდრიქსის მოსმენის შემდეგ შეიყვარა ეს ინსტრუმენტი) და ისიც ტროისავით ხვდება თუ რა სურს მსმენელს, როგორი გემოვნება აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ესწრებოდა. ბასისტი მაიკლ ბალარდი თავის ხუთ სიმიან ინსტრუმენტს ფანკურად „აგუგუნებდა“ და პიტთან ერთად რიფებს კიდევ უფრო ამდიდრებდა. დრამერი ჯოი ფიბლსიც არაჩვეულებირივ მუსიკოსია. იგი ზუსტად გრძნობდა თუ რა დროს უნდა დაეკრა დრამის რიტმები იმისთვის, რომ რითმ სექციას ბასგიტარასთან ერთად ძლიერი ფორმა მიეღო. Trombone Shorty And Orleans Avenue-ს შემდეგ სცენაზე ერიკა ბადუ (ცნობილი ამერიკელი მომღერალი, რომელიც ცნობილია, როგორც "ნეო-სოულის დედოფალი". იგი ამ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. განსაკუთრებული პოპულარობა მას მისმა 1997 წლის პირველმა სტუდიურმა ალბომმა „Baduizm”-მა მოუტანა). ამჯერად ერიკა ბათუმს ეწვია დიჯეი სეტით. ერიკას ალტერ-ეგო DJ Lo Down Loretta Brown უკვე რამდენიმე წელია სახეცვლილ ელექტრონულ მუსიკას ქმნის. ბათუმში რამდენიმე მისი ჰიტის გარდა ერიკამ სხვადასხვა 1970-იანი, 80-იანი თუ 90-იანი წლების სიმღერების თავისებური მიქსი შემოგვთავაზა (მაგალითად შერი ლინის 1978 წლის ჰიტი „Got to
be real“). მან მიქსინგი 2015 წლის ალბომ „But You Caint Use My Phone“-ის გამოსვლამდე დაიწყო. ერიკამ რამდენიმე სიმღერაც შემოგვთავაზა და მისი ლამაზი ვოკალის მომესმენის შესაძლებლობაც მოგვცა.
ფესტივალის რიგით მესამე დღეს ფანტასტიკურმა და მხიარულმა Wyclef Jean-მა არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი შოუ გამართა. ვაიქლეფი ამერიკული მუსიკის სცენაზე 90-იან წლებში გამოჩნდა თავისი წარმატებული ჰიპ-ჰოპ და R&B ტრიო „Fugees“-ით ლორიან ჰილთან და პრას მიშელთან ერთად. მათ მალევე გაითქვეს სახელი და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტებად იქცნენ თავიანთ ჟანრში. ვაიქლეფი წლების განმავლობაში პროდიუსირებდა მრავალ მუსიკოსსა თუ ბენდს (მათ შორის: ლათინური როკის გიგანტის, ვუდსტოკის 1969 წლის ფესტივალის მონაწილის და გენიალური გიტარისტის სანტანას 2000 წლის ალბომი „Supernatural”, ასევე შაკირას „Oral Fixation Vol.2” და სხვა). იგი მულტიინსტრუმენტალისტია. მან არაერთ ინსტრუმენტზე შეასრულა
ბათუმის წლევანდელ ჯაზ ფესტივალზე თავისი თუ სხვათა კომპოზიციები. იგი არაჩვეულებრივად უკრავს სინთეზატორზე („Fugees“-ისეული „Killing Me
Softly“ (ეს სიმღერა ამერიკელი კომპოზიტორის ჩარლზ ფოქსის დაწერილია, ხოლო მის უპირველეს ვერსიას ლორი ლიბერმანი ასრულებდა) მან სწორედ ამ ინსტრუმენტზე შეასრულა და სიმღერით რასაკვირველია დამსწრე საზოგადოება აჰყვა), გიტარაზე (მან სანტანას „Smooth”-ის სოლო დაუკრა) და ბას-გიტარაზე (ოთხ სიმიან ინსტრუმენტზე მან მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული ჰიტი „Billie Jean”-ის ბასლაინი შეასრულა). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2000 წლის ალბომ „The
Ecleftic: 2 Sides II a Book“ იგი თვით Earth, Wind
& Fire-თან ერთად „Runaways“ მღერის ( ამ სიმღერაში ორი EW&F-ს ჰიტია გაერთიანებული: „Brazilian Rhyme( Beijo)“ და ძირითადი მელოდია „Saturday Nite“-დან, რა თქმა უნდა ვაიქლეფის ვოკალური იმპროვიზაციით). ვაიქლეფს ძალიან უყვარს მისი ფანები. ბათუმში სიმღერის დროს იგი მოულოდნელად ჩამოვიდა სცენიდან და პუბლიკისკენ გამოემართა, შემდეგ სცენის მარჯვენა მხარეს მყოფ უზარმაზარ სვეტზე აძვრა (რომელიც სცენას იჭერს). ამის
შემდეგ მან ამ სიმაღლიდან განაგრძო სიმღერა, ყოველგვარი შიშის და დაძაბულობის გარეშე.
იგი ძალიან თვისუფლად გრძნობდა თავს და ჩვენს მის მსმენელს ასევე გვაგრძნობინა თავი.
შემდეგ, როდესაც ჩამოვიდა ამ დამჭერიდან უეცრად გამოაცხადა რომ შაკირასთვის ახალ მუსიკალურ
კლიპს იღებდა და ფესტივალზე დამსწრებ ბავშვებს უხმო სცენაზე:
-Security! LET THE KIDS ON THE STAGE! (დაცვა! ამოუშვით
ბავშვები სცენაზე!)
მიახლოებით 30 ბავშვი სცენაზე ავიდა. ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ
დამსწრე მსმენელს მან მაისური გაუცვალა. მან მხიარულება და იუმორი ყველას გაგვიზიარა.
იგი კეთილშობილი ადამიანია და უმდიდრესი მუსიკალური სულის მქონე კაცი.
ფესტივალის მეოთხე და უკანასკნელ დღეს ბათუმის
ჯაზ ფესტივალს განსაკუთრებულად ნიჭიერი და განსხვავებული მუსიკის შემოქმედი კოლაბორაციული ბენდი „R+R“ (რომელიც
იშიფრება, როგორც: Reflect+Respond) ეწვია.“R+R=NOW“ 6 მუსიკოსისგან შედგება: რობერტ
გლასპერი (მას მრავალ ცნობილ მუსიკოსთან ერთად აქვს შესრულებული: Stevie Wonder, მიშელ
დიანჯელო, მეისი გრეი და მრავალი სხვა. ასევე 2015 წლის ფილმში სახელად „Miles Ahead”
(რომელიც მაილს დევისის ცხოვრების ეპიზოდების შესახებ მოგვითხრობს) იგი ფილმის საუნდთრექის
ოთხი კომპოზიციის თანაავტორი გახლავთ,), ტერეის მარტინი(პროდიუსერი და სინთეზატორისტი.
ვოკოდერული ვოკალის მოყვარული მუსიკოსი), ჯაზის
მესაყვირე ქრისტიან სკოტი( რომელმაც ბათუმს მაილს დევისის ლამაზი საყვირის ხმა შეახსენა
და აბსოლუტურად თავისებური მელოდიები შესთავაზა ქართველ მსმენელს), ბასისტი დერიკ ჰოჯი
(გრემის ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი), დრამერი ჯასტინ ტაისონი (რომელიც უნიჭიერესია
და დასარტყამი ინსტრუმენტების ნამდვილი მეფეა) და ტეილორ მაკფერინი( ლეგენდარული ვოკალური
ჯაზის გურუს ბობი მაკფერინის შვილი. ეს ახალგაზრდა მუსიკოსიც მულტიინტრუმენტალისტია,
რომელმაც კონცერტის მსვლელობისას ბითბოქსიც შემოგვთავაზა.). ჯაზის,ფანკის,არ ენდ ბის,
სოულის და რეგის ელემენტებს ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც დაემატა. ბენდი ძალიან
უცნაურ მუსიკალურ გადასვლებს და ტემპის ხშირ ცვლილებას იყენებდა. ისინი ძალიან არასტანდარტულად
და განსაკუთრებულად უკრავენ. იყენებენ ისეთ მუსიკალურ ფორმებს, რომელსაც ხშირად ვერ
მოისმენთ. ხანდახან ყველა ინსტრუმენტი სხვადასხვა
მელოდიებს და ამოვარდნილ რითმებს უკრავდა, მაგრამ გენიალურობა და უცნაურობა ამ ყველაფრის
სწორედ იმაშია, რომ ეს ყველაფერი იმპროვიზაციის შედეგად ერთიანდებოდა და თითქოს ვეღარ
იგრძნობდით ამ „არეულობას“. რთულია ასეთი ფორმების დაჭერა. ეს ემოციების წვიმა იყო
და თქვენს თვალწინ გადაიშლებოდა ამ ახალგარდების გემოვნება, რომელიც ყველაზე კარგად
ამ იმპროვიზაციით გამომჟღავნდა. მრავალ სინთეზატორულ ეფექტებს, ბას-სოლო და დრამ ბიტები
ემატებოდა, შემდეგ მარტინი ვოკოდერულ ვოკალს იყენებდა. ვფიქრობ „R+R=NOW“ ისეთ მუსიკას
ქმნის, რომელსაც ჯერ რაიმე სახელი ვერ დაარქვეს. ეს ახალი სტილია, სადაც გამოცდილი
და ახალგაზრდა მუსისკოსები ეძებენ საკუთარ თავს. დროთა განმავლობაში ამ სტილს სახელს
შეარქმევენ და „R+R“ ჩაიწერება მუსიკის ისტორიაში, როგორც უზომოდ საინტერესო მუსიკოსების
კოლაბორაცია, რომელიც ლამაზ კალეიდოსკოპს ჰგავს. საკმარისია ჩაიხედო შიგნით და მუსიკის
გრანდიოზულ სიმაღლეებს შეამჩნევ.
ნინა სიმონი მართალი იყო. არტისტის
მოვალეობა ნამდვილად დროის არეკლვაა. მუსიკოსმა თავისი ცხოვრების და გამოცდილების ნაწილი
უნდა ჩადოს თავის შექმნილ მუსიკაში და ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენც ჩვენი ცხოვრების
ნაწილს ვპოულობთ ამ არეკლილ დროში. მუსიკაც ხომ დროის ნაწილია და დროს ერთ-ერთი უდიდესი
მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ამ დიდებულ სფეროში, სადაც ჩვენს შინაგან და ხშირად საპოვნელ
სულის მცირედ ნაწილს ვეძებთ ხოლმე. უკვე და საბედნიეროდ უფრო მეტი გზა არსებობს იმისა, რომ მუსიკოსმა ეს ემოცია უჩვენოს მსენელს რა ეპოქაში თუ დროშიც არ უნდა ცხოვრობდეს
იგი და წლევანდელ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე მუსიკალური პალიტრა გადმოგვეშალა სტილთა სხვადასხვაობის.
EASTERN PROMOTIONS
Black Sea Jazz Festival
EASTERN PROMOTIONS
Black Sea Jazz Festival
dzaliaan kargiaaa <3 bravo !
ReplyDeleteდიდი მადლობა <3 <3
Deleteრატი, ყოჩაღ! ისევ და ისევ მაოცებ შენი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ხედვით შენს სტატიებში!
ReplyDeleteუღრმესი მადლობა <3 <3
Delete