Cosmic Sea - კოსმიური ზღვა - DEATH-ის "HUMAN"-ის სრული განხილვა
ეძღვნება შონ რაინერტის ნათელ ხსოვნას... დრამერს, რომელმაც მძიმე
მუსიკის დრამინგი და კონსტრუქცია სამუდამოდ შეცვალა...
“დამშვიდდი,
ზღვაო, ჩვენ
არ გვაშინებს
ტალღების რისხვა,
ჩვენ გადავლახეთ ცხოვრების ზღვები - უფრო მკაცრი ზღვა”.
ჩვენ გადავლახეთ ცხოვრების ზღვები - უფრო მკაცრი ზღვა”.
გალაკტიონ ტაბიძე
(1920 წელი)
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე
Cynic-ის და DEATH-ის ალბომებს ვუსმენდი. ერთ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი
სამწუხარო ამბავი შევიტყვე. შონ რაინერტი, რომელიც ამ ბენდების ლეგენდარული წევრი გახლდათ, სულ რაღაც 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სწორედ ამიტომ ამ სტატიას ვუძღვნი მის მუდამ ახალგაზრდულ, ლამაზ, მუსიკალურ და
უკვდავ სულს. ამ სტატიაში ვილაპარაკებ Death Metal-ის უმნიშვნელოვანეს
ალბომზე სახელად “Human” (რომელიც ჯგუფ DEATH-ის გამოშვებულია 1991 წელს).
ნებისმიერი ახალგაზრდა სულიერი
მუსიკოსი მუდამ საკუთარი ხმის ძიებაშია. მას უნდა იპოვოს ისეთი სილამაზე საკუთარ
მუსიკალურობაში, რაც თუნდაც ძალიან მცირედ, მაგრამ რაღაც ახალს შესძენს მსოფლიო
მუსიკას. 1990 წელს ამერიკული ფენომენალური Death Metal ჯგუფი სახელად DEATH,
რომელიც ტამპის(ფლორიდა) მეტალ სცენაზე ჯერ კიდევ 1983 წელს გამოჩნდა, დაშლის საშიშროების
წინაშე დადგა. ბენდის მთავარი ვოკალისტი, გიტარისტი და კომპოზიტორი ჩაკ შულდინერი
დაუპირისპირდა საკუთარი შექმნილი ბენდის წევრებს. მას ან უნდა დაეშალა ბენდი
სამუდამოდ ან ახალი მუსიკოსები უნდა აღმოეჩინა. რამდენიმე გადამწყვეტი ცვლილების
შემდეგ მან მიმართა ამავე პერიოდის მაშინ ჯერ კიდევ ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფის
“Cynic”ის წევრებს: გიტარისტ პოლ მასვიდალს და დრამერ შონ რაინერტს (Cynic-ს სამი
დემო ალბომი ჰქონდა გამოშვებული ამ დროისთვის უკვე). ორივე მუსიკოსი ჯაზის და
ჯაზ-ფიუჟენის (ანუ ჯაზ-როკის) მსმენელი იყო ბავშვობიდან. ისინი ისეთ მუსიკაზე
აღიზარდნენ, როგორიც გახლავთ: ჩიკ კორეა და პეტ მეთენი. შონი ერთ-ერთ ინტერვიუში
აღნიშნავს კიდეც ამ ფაქტს, თუ როგორი ყურადღებით უსმენდა დეივ ვექლის
დრამ-სოლოებს. შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც ჩაკ შულდინერმა გადადგა, იყო ის, რომ მან
ბენდში აიყვანა პოპულარული მეტალ ბენდის “Sadus”-ის ბას-გიტარისტი სტივ დი ჯორჯო
(სტივი ითვლება პირველ ბას-გიტარისტად, ვინც ექსტრიმ მეტალის ჟანრში პირველად
შემოიტანა ავანგარდული ჯაზის ელემენტები და რაც ყველაზე მთავარია, იგი
პირველყოფილია მეტალის ულადო ბასისტებს შორის. ამ ალბომში იგი „Rickenbacker 4003”-ის
ლადიან ბასზე უკრავს.). Death-ის პირველი ორი ალბომისგან განსხვავებით (უნდა
აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ პირველ ორ ალბომში ტექსტები სიმღერებში ძალიან სასტიკი
და ბნელი იყო, მესამე სტუდიურ ალბომში “Spiritual Healing”, ეს მიმართულება გაქრა
და სიმღერის ტექსტებმა უფრო ფილოსოფიური და ცხოვრებისეული ელფერი შეიძინა),
“Human” ძალიან ფილოსოფიური და აზრიანია. ალბომში საერთო ჯამში რვა სიმღერაა, ამას
ემატება ლეგენდარული ამერიკული ბენდის „Kiss”-ის პოპულარული სიმღერის “God Of Thunder”-ის
ქავერი. 2011 წელს ალბომის განახლებული ვერსია გამოვიდა, რომელსაც დიდი სიხარულით
ვინახავ ჩემს CD კოლექციაში. ამ ვერსიაში ორიგინალი ვერსიისგან განსხავავებით ბას
გიტარა და დრამი გაცილებით მკვეთრად და გრანდიოზულად ისმის, ასევე დამატებულია
არაერთი სინთეზატორის ახალი ეფექტი, ბონუს
თრექებად მხოლოდ ბას-გიტარის და დრამის ორიგინალი, ალბომისეული ინსტრუმენტალები,
ყველა იმ სიმღერისა, რომელიც ალბომში
შედის.
ალბომი იწყება სიმღერით სახელად
„Flattening Of Emotions”. 19 წლის შონ რაინერტი დამანგრეველი დრამის შესავლით (ძლიერი დოლების ხმა ნელნელა იმატებს)
ხსნის ალბომს. დრამის პირველივე ნოტებიდან გვესმის, რომ რაღაც გიგანტური და
სრულიად ახალი რამ ჩნდება თანამედროვე მუსიკის ემბრიონიდან. შემდეგ დრამერი გიჟურ,
ძალიან სწრაფი ბლასტბიტით ცვლის დაკვრის სტილს, როდესაც გიტარები და ბასი უერთდება
ინსტრუმენტალს. სიმღერის შუა ნაწილში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საკმაოდ რბილი
გიტარის სოლოები გვესმის, სწორედ აქედან ვხვდებით თუ სად იკვეთება ჯაზის და
ჯაზ-ფიუჟენის გავლენები გიტარისტების დაკვრის სტილში. მძიმე მუსიკას პეტ მეთენისეული რბილი გიტარის სოლოები მოსდევს, როდესაც რიტმი Extreme მეტალის
სტანდარტულ ხმოვანებას არ კარგავს. ემოციები ხშირად გვატყუებს და გვცდის
ადამიანებს. ის ადამიანის აზროვნების აღმატებული ესენციაა, რომელსაც კონტროლი
სჭირდება, რადგან შეიძლება დავკარგოთ და დიდი შეცდომები დავუშვათ. სიმღერა საკმაოდ
პროგრესულია და ტექნიკური/პროგ Death Metal-ის ნამდვილი წინაპარია (ამავე
პერიოდში, ამერიკულ ბენდ Atheist-ს, რომელიც ულამაზესი და ძალიან მრავალფეროვანი
მუსიკით გამოირჩევა, უკვე ორი ალბომი ჰქონდა გამოშვებული. ხშირად ამბობენ, რომ
სწორედ ისინი არიან ტექნიკური/პროგრესული Death Metal-ის ნამდვილი წინაპრები,
მაგრამ "Human"-ში ვოკალისტი გაცილებით ღრმა გროულით მღერის და მუსიკაც გაცილებით
მძიმეა, რაც უმთავრესი პირობაა მეტალის ისეთი ჟანრისთვის, როგორიც Death Metal
გახლავთ.). ალბომი გრძელდება სიმღერით სახელად „Suicide Machine“. გიტარები და
დრამის თეფშები ერთდროულად შედის, რამდენიმე წამის შემდეგ სანამ მორიგი გიტარის
პარტია დაიწყება და ჩაკ შულდინერის ღრმა ვოკალი დაემატება (იგივე გროული), ორმაგი
ბას დრამით გიჟურად იწყება მოძრაობა. სიმღერას ძალიან აზრიანი ტექსტი მოსდევს:
Robbed of natural
abilities
In death they now seek tranquility
In a confused state of mind
Extending agony, they must be blind
Manipulating destiny
In death they now seek tranquility
In a confused state of mind
Extending agony, they must be blind
Manipulating destiny
სიმღერა გამოირჩევა საკმაოდ მოკლე
გიტარ-სოლოთი, რომელიც ამ ალბომში არც თუ ისე ხშირია, რადგან მელოდიური ცვლილებები
ხშირი და ხანგრძლივია. ალბომის რიგით მესამე სიმღერას სახელად „Together As One”
ჰქვია. დრამერი და ბასისტი თითქმის განუწყვეტლივ უკრავენ, როდესაც გიტარები მათ
მხოლოდ აკორდებს „აწვდიან“. სიმღერის გიტარ-სოლო ძალიან ჰგავს ბენდის მესამე
ალბომში შესული სიმღერების გიტარ-სოლოების ეფექტით გაჯერებულ მელოდიებს, რომელიც
გაცილებით აგრესიულია. მის შუა ნაწილში ფანკის ელემენტებსაც ვხვდებით რიტმულად.
შემდეგი სიმღერა „Secret Face” ადამიანის შინაგან სამყაროზეა და მის იდუმალ
ნიღბებზე. როდესაც მოიხსნის ჩნდება მისი ნამდვილი სახე. სიმღერა მრავალჯერ იცვლის
მელოდიებს და რიტმებს. საკმაოდ სწრაფი ტემპის გიტარ-სოლოს შემდეგ, ორი გიტარისტის
ჰარმონიული რიფები მოჰყვება. აქ ჩანს გიტარისტების ფანტასტიკური მუსიკალური
ურთიერთობა. ალბომი გრძელდება ბენდის
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერით, სახელად “Lack Of Comprehension”, რომელიც
1991 წლიდან MTV-ზეც კი გადიოდა. ამ პოპულარულ მუსიკალურ არხზე კი, Extreme
მეტალის სიმღერები ძალიან იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. MTV-ზე უჩვენებდნენ
კომერციულად ძალიან წარმატებული მეტალ ჯგუფების ვიდეოებს(Metallica, Slayer, Iron
Maiden), ნაკლებად წარმატებულები კი სამწუხაროდ იშვიათად თუ ხვდებოდა ეთერში.
სიმღერა პროგრესული მუსიკის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. იგი იწყება Smooth
Jazz-ისეული ძალიან რბილი შესავლით, ელექტროგიტარის დამამშვიდებელ ხმას, ფონს ბასი
და პერკუსია უქმნის, შემდეგ ეს ლამაზი მელოდია მეორდება, როდესაც ბას-გიტარისტი
ლადებზე ზემოთ-ქვემოთ დადის (ძალიან მინიმალისტურად და მშვიდად ახერხებს დაუკრას
ეგრეთწოდებული „მოსიარულე ბასლაინი“), ხოლო დრამერი სვინგს მიმსგავსებული თეფშების
ცემით და ეგრეთ წოდებული „China”-ს თეფშის რბილი მირტყმით მიჰყვება ამ მუსიკალურ
მატარებელს. უეცრად მუსიკა წყდება და ძალიან მძიმდება, ამას ემატება ჩაკ
შულდინერის ღრმა ვოკალი, რომლის ტექსტის ერთ-ერთ ნაწილში ასეთ სიტყვებს
ამოიკითხავთ:
Right before your very eyes
A reflection of the mistakes
To the end you will deny
Your help in the ending of a life
Lack of comprehension
Thriving on your cliche
Compelled by self-resentment
A reflection of the mistakes
To the end you will deny
Your help in the ending of a life
Lack of comprehension
Thriving on your cliche
Compelled by self-resentment
Lack Of Comprehension თაობათა დაპირისპირებაზეა. ხშირად საკუთარი ოჯახის წევრები
ვერ უგებენ ერთმანეთს და ხდება ისე, რომ უმცროსი თაობა იჩაგრება, რადგან უფროსს
დიდი ძალაუფლება გააჩნია. ეს თავისუფლების ჰიმნია და მისი რბილი და შემდეგ ძალიან
მძიმე ნაწილი ნიშანია ადამიანთა განუწყვეტელი პიროვნული ომის. შუა ნაწილში ჩაკ
შულდინერის ერთ-ერთი ულამაზესი გიტარ-სოლოა, რომელსაც ძალიან მელოდიური მოძრაობები
მოჰყვება. ალბომის რიგით მეხუთე სიმღერა „See Through Dreams”, უსინათლო
ადამიანების საოცარ ხედვაზეა. ჩაკ შულდინერის წარმოდგენით ისინი სიზმრებით ხედავენ
და აღიქვამენ სამყაროს, გაცილებით ძლიერად, ვიდრე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი.
A permanent shadow
Never to step away
Feel the dark in the cold
Feel the warmth of the light
Which has been denied
Hands change into my eyes
Body senses intensified
Sight so close yet far away
In dreams my thoughts take their form
To give memories identity
Through dreams I obtain
The ability to connect sight with sound
Never to step away
Feel the dark in the cold
Feel the warmth of the light
Which has been denied
Hands change into my eyes
Body senses intensified
Sight so close yet far away
In dreams my thoughts take their form
To give memories identity
Through dreams I obtain
The ability to connect sight with sound
სიმღერას DEATH-ისეული სიმძიმე ახასიათებს, ხოლო შუა ნაწილიდან, ისევ რბილი
გიტარ-სოლო მოჰყვება, რომელსაც ფონად განსხვავებული რიტმი მოსდევს. შემდეგ ახალი
რიფი ემატება და სიმღერა თავდაპირველ სახეს უბრუნდება. ამ სიმღერაშიც სტივ დი
ჯორჯო (ბასისტი) ძალიან მცირე, მაგრამ ლამაზ ბას-ხაზებს გვთავაზობს. ბოლო ნაწილში გადაბმულად რიტმი მიდის
დასასრულისკენ.
რატომ დავარქვი ამ სტატიას „Cosmic Sea” (ანუ კოსმიური ზღვა)? თქვენ პასუხს ალბომის მეშვიდე და ერთადერთ ინსტრუმენტულ კომპოზიციაში იპოვით. ეს ნამდვილი მაგალითია, როდესაც ორი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო მუსიკალური მიმდინარეობა ერთად საოცარ სინთეზს განასახიერებს. ჯაზის უამრავ ელემენტთან ერთად და Death Metal-ის გიჟურ რიტმებთან ( დრამერი მეტალ რიტმებს, ნამდვილად არ უკრავს, ბასისტი აკორდებს შლის და გიტარისტები ამ პალიტრას პროგრესული როკის ელემენტებს ამატებენ), თქვენს თვალწინ წარმოდგება ემბიენთის და პროგრესულ/ფსიქოდელიური როკის ელემენტები, რომელიც, დაგაფასებინებთ ამ ბენდს. საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ სიმღერაში არა ერთი, არამედ ორი ბას-გიტარისტი უკრავს. სიმღერის პირველ ნაწილს, რომელიც 2 წუთს გრძელდება ამერიკელი ბას-გიტარისტი სკოტ კარინო უკრავს (იგი ასევე ჩანს Lack Of Comprehension-ის ვიდეო კლიპში), რომელიც დი ჯორჯოს წასვლის შემდეგ (მან ბენდი ალბომის გამოსვლამდე დატოვა) DEATH-ს ტურნის დასრულებაში დაეხმარა და ''HUMAN”-ის ამ ინსტრუმენტალშია მხოლოდ. მეორე ნაწილს კი სტივი. 2 წუთის შემდეგ იწყება ბას-სოლო. ულამაზესი ტონი გრანდიოზულობას მატებს სტივის ინსტრუმენტს. შეიძლება გეგონოთ, რომ ჯაკო პასტორიუსი გაცოცხლდა და მეტალ ბენდში დაიწყო დაკვრა. ბასლაინს ჯაზ-ფიუჟენის დიდი გავლენა ეტყობა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ორიგინალურიცაა. შემდეგ გიტარისტები მეტალის ფონზე „შრედინგის“ მეშვეობით გადმოსცემენ მათ სათქმელს. ამ ინსტრუმენტალში შონ რაინერტი ანათებს, როგორც უკვდავი გრძნობის ("გრუვის") მანქანა, რომელიც ემოციებს აფრქვევს სხვადასხვა თეფშის და მრავალი დრამინგის ელემენტის (მათ შორის, იგი მარშის რიტმითაც უკრავს) გამოყენებით. ცხოვრება კოსმიური ზღვა არის, მას შეუძლია უსასრულოდ გიჩვენოს გზები, რომლითაც უნდა გაცურო და გაჰყვე მას. ფერები მუდამ ირევა და ლამაზ კონტრასტს ქმნის. მუსიკას შეუძლია დაგარწმუნოს საკუთარი თავის სიძლიერეში და იმაში, თუ რამდენად საოცარია მასთან ერთად მოგზაურობა. ამ გასაოცარი ინსტრუმენტალის ბოლო ნაწილში მუსიკა სიგიჟეში გადადის და ინსტრუმენტების ხმები ერთმანეთში ირევა (ეს ნამდვილად განსხვავებული გზაა დაასრულო სიმღერა).
რატომ დავარქვი ამ სტატიას „Cosmic Sea” (ანუ კოსმიური ზღვა)? თქვენ პასუხს ალბომის მეშვიდე და ერთადერთ ინსტრუმენტულ კომპოზიციაში იპოვით. ეს ნამდვილი მაგალითია, როდესაც ორი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო მუსიკალური მიმდინარეობა ერთად საოცარ სინთეზს განასახიერებს. ჯაზის უამრავ ელემენტთან ერთად და Death Metal-ის გიჟურ რიტმებთან ( დრამერი მეტალ რიტმებს, ნამდვილად არ უკრავს, ბასისტი აკორდებს შლის და გიტარისტები ამ პალიტრას პროგრესული როკის ელემენტებს ამატებენ), თქვენს თვალწინ წარმოდგება ემბიენთის და პროგრესულ/ფსიქოდელიური როკის ელემენტები, რომელიც, დაგაფასებინებთ ამ ბენდს. საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ სიმღერაში არა ერთი, არამედ ორი ბას-გიტარისტი უკრავს. სიმღერის პირველ ნაწილს, რომელიც 2 წუთს გრძელდება ამერიკელი ბას-გიტარისტი სკოტ კარინო უკრავს (იგი ასევე ჩანს Lack Of Comprehension-ის ვიდეო კლიპში), რომელიც დი ჯორჯოს წასვლის შემდეგ (მან ბენდი ალბომის გამოსვლამდე დატოვა) DEATH-ს ტურნის დასრულებაში დაეხმარა და ''HUMAN”-ის ამ ინსტრუმენტალშია მხოლოდ. მეორე ნაწილს კი სტივი. 2 წუთის შემდეგ იწყება ბას-სოლო. ულამაზესი ტონი გრანდიოზულობას მატებს სტივის ინსტრუმენტს. შეიძლება გეგონოთ, რომ ჯაკო პასტორიუსი გაცოცხლდა და მეტალ ბენდში დაიწყო დაკვრა. ბასლაინს ჯაზ-ფიუჟენის დიდი გავლენა ეტყობა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ორიგინალურიცაა. შემდეგ გიტარისტები მეტალის ფონზე „შრედინგის“ მეშვეობით გადმოსცემენ მათ სათქმელს. ამ ინსტრუმენტალში შონ რაინერტი ანათებს, როგორც უკვდავი გრძნობის ("გრუვის") მანქანა, რომელიც ემოციებს აფრქვევს სხვადასხვა თეფშის და მრავალი დრამინგის ელემენტის (მათ შორის, იგი მარშის რიტმითაც უკრავს) გამოყენებით. ცხოვრება კოსმიური ზღვა არის, მას შეუძლია უსასრულოდ გიჩვენოს გზები, რომლითაც უნდა გაცურო და გაჰყვე მას. ფერები მუდამ ირევა და ლამაზ კონტრასტს ქმნის. მუსიკას შეუძლია დაგარწმუნოს საკუთარი თავის სიძლიერეში და იმაში, თუ რამდენად საოცარია მასთან ერთად მოგზაურობა. ამ გასაოცარი ინსტრუმენტალის ბოლო ნაწილში მუსიკა სიგიჟეში გადადის და ინსტრუმენტების ხმები ერთმანეთში ირევა (ეს ნამდვილად განსხვავებული გზაა დაასრულო სიმღერა).
ალბომის უკანასკნელ სიმღერას სახელად "Vacant Planets” დაარქვეს.
ეს აზრიანი სიმღერა, ფიქრის ლიმიტზეა, თუ რამდენად განსხვავდება ადამიანების
მსოფლმხედველობა სამყაროზე და ციურ სხეულებზე, როგორ ვერწყმით ადამიანები კოსმოსს
ჩვენი შინაგანი თუ გარეგანი ბუნებით. სტივ დი ჯორჯო ულამაზეს მინი ბას-სოლოს გვთავაზობს,
რომელსაც პოლ მასვიდალის „Sweep Picking”-ის ტექნიკა ემატება და შემდეგ ჩაკ
შულდინერი მეორე სოლოს ასრულებს. შემდეგ ნაწილში სტივი აკორდებს იღებს ბასზე, რაც
არაჩვეულებრივად ისმის განახლებულ გამოშვებაში. როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ,
მგონია გაშლილ ველზე ვარ, სადაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვაკვირდები. უეცრად
ერთ-ერთი ვარსკვლავი ცას სწყდება და გაურკვეველი მიმართულებით მიქრის, იგი უფრო
ბუნდოვანი ხდება და იკარგება მისნაირ ლამაზ თანავარსკვლავედებში. “Human”- ს შეგვიძლია
ვუწოდოთ ადამიანის ანატომიის მუსიკალური პანორამა. ალბომის ყდაზე დახატული
ადამიანთა ანატომიური სილუეტები (რომელიც ლეონარდო და ვინჩის ჩანახატების ანალოგიურია), ერთმანეთის პირისპირ დგანან. თქვენ აღმოაჩენთ
ემოციების აბობოქრებულ ზღვას, რომელიც ხიდს ქმნის დედამიწასა და კოსმოსს შორის.
P.S. ჩაკ შულდინერმა დედამიწა
დატოვა 2001 წლის 13 დეკემბერს (იგი უმძიმესი დაავადების შედეგად გარდაიცვალა 34
წლის ასაკში). მისი სული უკვდავია, ისევე, როგორც შონის. მათ ხომ მუსიკის ახალი
მიმდინარეობა შექმნეს. ჩაკი საოცარი სულის ადამიანი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ
ჩაკ შულდინერის სულის ხმა უსასრულობას გაუძლებს.
Limiting our
passages of thought
Are they the examples of regression
A life form's abusive progression
In a realm so vast
We sit among the Vacant Planets
Are they the examples of regression
A life form's abusive progression
In a realm so vast
We sit among the Vacant Planets
Leave a Comment