"Purple Unicorn" - ნიკ ვესტი კლუბ "რესპუბლიკაში" - Nik West At Club "Republic"




      იისფერი ექსტრავაგანტულობის, კრეატიულობის, სიბრძნის და სიძლიერის ფერად ითვლება. პრინც როჯერს ნელსონი ,რომელსაც მსოფლიო მუსიკალური სამყარო პრინცის სახელით იცნობდა სწორედ ამ ოთხი ნიშნის მქონე მუსიკოსად ითვლებოდა. რომ გადავავლოთ პრინცის მრავალ ჰიტსა თუ სიმღერას (ამ ნიშნების თვალსაჩინო მაგალითებია: Sexy MF, The Most Beautiful Girl In The World, Partyman და New Power Generation(რომელიც პრინცის ამავე სახელწოდების ბექინგ ბენდთან ერთად იქნა შესრულებული) ). ჩვენ ამ ოთხ ნიშანს უმარტივესად აღმოვაჩენთ თუნდაც მის რეჟისორულად უმაღლეს დონეზე გადაღებულ მუსიკალურ კლიპებში. პრინცის სიბრძნე მის თავისუფლებაში გამოიხატებოდა. ის მრავალ და ხშირად ბევრი მელომანისთვის აქამდე უცნობ მუსიკალურ ელემენტებს იყენებდა. იგი ცნობილი იყო, როგორც უდიდესი მულტიინსტრუმენტალისტი(პრინცი სრულყოფილად უკრავდა: გიტარაზე,სინთეზატორზე ,ფორტეპიანოზე, ბას-გიტარაზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე) . მას შეეძლო არაჩვეულებრივი არანჟირება და უმარტივესად ქმნიდა გენიალურ კომპოზიციებს. პრინცმა მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსი დააყენა წარმატებულ მუსიკალურ გზაზე: მათ-შორის არის უნიჭიერესი ბას-გიტარისტი და ვოკალისტი ნიკ ვესტი, რომელიც თავის უძლიერეს ბენდთან ერთად ეწვია თბილისს 10 ივნისს კლუბ "რესპუბლიკაში". ნიკი უკვე რამდენიმე წელია პატივცემულ და დაფასებულ ბასგიტარისრტად ითვლება. ნიკის დაკვრის სტილი ძალიან მრავალფეროვანია. იგი ჰარმონიკებთან და სლეპის ტექნიკასთან ერთად ნებისმიერ ტემპისა თუ სტილის ბასლაინებს უკრავს. ნიკი გრძნობს ბასგიტარას, იცის ინსტრუმენტი ფუნდამენტურად და ხვდება რომელი მომენტი უნდა დაიჭიროს იმისთვის ,რომ თავის ბენდთან ერთად იდეალური მუსიკალური კომპოზიციები შექმნას. ნიკ ვესტი თანამედროვე ბასგიტარისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. იგი ქალ-ბასგიტარისტებში ერთ-ერთი უპირველესიც არის, სწორედ პრინცისეული თავისუფლების შეგნების და პოვნის გამო.
               ნიკი იისფერ მესიჯს უზიარებდა ქართველ მელომანებს. იგი ძალიან კომუნიკაბელური და დადებითი მუსიკოსია. უყვარს ფანებთან კონტაქტი და რაც ყველაზე მთავარია არაჩვეულებრივი ლიდერია თავისი ვირტუოზებისგან შემგდგარი ბენდისა. კონცერტი დაიწყო არგენტინელი პიანისტის და კომპოზიტორის ლალო შიფრინის „Theme from Mission: Impossible ნიკისეული ვარიანტით. საგულისხმოა ის ფაქტი ,რომ დრამერი ტოშ პიტერსონი მხოლოდ 17 წლის არის და რამდენიმე დამანგრეველი დრამ სოლო შემოგვთვაზა. ეს ბიჭი ნამდვილად ნიკის გასაოცარი აღმოჩენაა. ნიკი და ტოში ძალიან მარტივად უგებდნენ მუსიკალურად ერთმანეთს (მოგეხსენებათ ბასგიტარა და დრამი ბენდის მეტრონომად ითვლება, მის უმთავრეს სულად). გიტარისტმა ჰუბი ვანგმაც უძლიერესი გიტარ-რიფები და სოლოები შემოგვთავაზა. ნიკის და ტოშის სამეფო რითმ სექციას მელოდიაც შემმატა. გავიგონე საოცარი მუსიკალური პასაჟები და მოგზაურობა ფანკის ფერად სამყაროში. ერთ-ერთ კომპოზიციას “Purple Unicorn” (იისფერი მარტორქა ცხენი) ერქვა. კომპოზიციაში უდიდესი გავლენა და სული იგრძნობოდა პრინცის. ნიკის მიერ შექმნილ კომპოზიციას თან არაჩვეულებრივი ბასლაინი მოჰყვებოდა. ბასლაინი მოძრავი და თითქოს მრავლისმთქმელი იყო. მუსიკა ადამიანს ესაუბრება და ჩვენს ხშირად გვესმის მისი. იგი ერთგვარი ხანგრძლივი მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. “Purple Unicorn” - ზე მომენტალურად პრინცის 1979 წლის ჰიტი გამახსენდა “I Wanna Be Your Lover”. პრინცის მუსიკა ადამიანს თითქოს უნებლიედ გამოძრავებს, გახარებს და გაცეკვებს. სწორედ ასეთი მომაჯადოვებელი ფორმულა შეიტანა ნიკმაც მის მიერ დაწერილ სხვადასხვა კომპოზიციებში. ნიკის ჩაცმის სტილიც კი ოდნავ პრინცის ექსტრავაგანტულ სტილს მოგაგონებდათ ოღონდ სრულიად თავისებურ ფორმას იძენდა. არ შეიძლება მისი აკრობატული პლასტიკა არ გავიხენო. იგი ბასგიტარის სცენაზე ტრიალებდა. ნიკმა გაალამაზა ქართველი მელომანების ერთი ძვირფასი დღე და ფანტასტიკური კონცერტი ჩაატარა არცთუ ისე დიდ სცენაზე(მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი სცენა იქნება თუ პატარა, ყოველგავარ სცენაზე შეძლებს მისი ბენდი და თვითონ მარტივად გამორჩევას). მას ნამდვილად შეატყობთ ,რომ მუდამ სიახლის ძიებაშია და სწორედ ასეთი პროგრესული ხედვის გამო განხვავდება მრავალი ბასგიტარისტისგან და ამავდროულად კომპოზიტორისგან. ნიკის გრუვი( Groove) მრავალ მომავალ,დამწყებ თუ პროფესიონალ მუსიკოსს გადაეცემა. 10 ივნისს თბილისს პრინცის მოსწავლე და მისი სულის გამზიარებელი ეწვია. მეც მივიღე მისი სული ნიკისგან ისევე როგორც ნიკის სხვა მსმენელმაც.
         გამახსენდა, ის ფაქტი როდესაც უდიდესი ვიდეო პორტალის Youtube-ს ერთ-ერთ პოპულარულ და ბასგიტარის თემასთან დაკავშირებულ არხზე სახელწოდებით „Scott Bass Lessons“ ნიკი ყვებოდა მისი და პრინცის მიერ გატარებულ რამდენიმე დღეზე, სადაც მან ერთ დღეში პრინცის რამდენიმე კომპოზიცია ისწავლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ირონიულად( პრინცი ცნობილი იყო თავისი უდიდესი იუმორის გრძნობით. იგი ძალიან მხიარული ადამიანი გახლდათ) მან ლეგენდარული Sly and the Family Stone-ის Thank you for letting me be myself ნიკთან ერთად შეასრულა ,როდესაც პირველად სთხოვა ნიკს რომ იგი ჩასულიყო მის სტუდიაში რომელიც მდებარეობს ჩენჰასენში, მინესოტას შტატში. ნიკი რა თქმა უნდა ამას არ ელოდა (ეგონა რომ პრინცი თავის პირად სიმღერებს დააკვრევინებდა). პრინცმა შემდეგ ბასი გამოართვა და აუხსნა ის სწორი გზა თუ როგორ უნდა დაეკრა Sly-ის ბასისტის Larry Graham-ის ცნობილი სიმღერის ბასლაინი, რომელიც ითხოვდა გაცილებით აგრესიულ დაკვრას(სლეპებით.Graham ხომ სლეპის გამომგონებლად ითვლება), ვიდრე იმ მომენტში ნიკი უკრავდა. როგორც ცნობილია ნიკმა პრინცთან ერთად 8 სინგლი ჩაწერა. ნიკი ყვებოდა ,რომ ამ დღის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ეს ნამდვილად შესამჩნევია. იგი ვირტუოზი და პრინცისეული თავისუფლების სიბრძნის მატარებელია.კონცერტის ბოლოს რამდენიმე პრინცის კომპოზიციაც შესრულდა. ნიკმა მცირე პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწია და მიხარია ის, რომ იგი ახალგაზრდობასაც უზიარებს თვის გამოცდილებას და ხედავს დიდ მუსიკალურ პოტენციალს მათში. სწორედ ამაშია ნიკის ჯადოსნური და ფერადი წარმატების ფორმულა, რომელსაც მხოლოდ თავისუფალი მუსიკის მოყვარულები აღმოაჩენენ.

P.S. ნიკი გავიცანი პირადად. იგი ზუსტად ისევე ანათებს პიროვნულად ,როგორც მუსიკალურად სცენაზე. იგი სუპერვარსკვლავია.


        Purple is considered as the colour of extravagancy, creativity, wisdom and power. Prince Rogers Nelson or as the whole music world knew him by the name Prince, was true possessor of these four qualities. If we examine Prince's legendary hits, (Such as: Sexy MF, The most beautiful girl in the world, Partyman and New Power Generation (in which Prince's backing band of the same name plays)) we can find all of these signs within it's epic and greatly directed music videos. The main formula of Prince's wisdom was freedom. He used ton of different musical ideas and beautiful passages, which was light years ahead of it's time. He was one of the greatest songwriter of all time. Prince was also Multi-instrumentalist ( he played professionally on guitar,bass guitar,piano and drums). He inspired and helped many young musicians to become multi-talented and famous. One of these young musician is Nik West. She is bassist and also fantastic vocalist. On 10th june of this year Nik visited Tbilisi with her fantastic band. Concert was held in "Club Republic". Nik is very respected and skilled bassplayer of our time. She uses many bass techniques( slapping,plucking strings,a lot of harmonics) to sound wealthy. undoubtedly she is considered one of the biggest bassplayer of this decade. And it quite obvious, she feels instrument and really knows it very well. The reason that she is so good among modern bassplayers ( and especially woman-bassplayers) is because she shines with colourful Prince's freedom and she knows how to use this funky formula to sound perfect.

  
      Nik shared purple message to Georgian listeners beautifully. She is very positive and lovely musician. She loves her fans and she is great leader for her talented band members. Concert started by the cover of famous Argentinian composer and pianist Lalo Schifrin's instrumental piece called  „Theme from Mission: Impossible“. On drums played virtuoso Tosh Peterson who is only 17 years old but he is really awesome drummer. Nik and Tosh were speaking musically (as You know bass and drums are metronome of any band, real soul of it and driving force). It was really fun to see, communication was really interesting and easily understandable. on guitar played awesome axeman and riffmaster Hubie Wang. his awesome riffs and solos shined through all gig. I've seen great musical journey through space and time with Nik's colourful messages. A real highlight of concert was the song called "Purple Unicorn" a song written by Nik and its has great Prince's Soul in it but with Nik's own inner world. It has killer bassline and is fantastic instrumental with great vocal harmonies. It reminded me Prince's 1979 hit song called "I wanna be your lover" where wisdom of songwriting is shown greatly. Funk gives you great vibe and momentary you want to dance all day long, because of its unspeakable power and beautiful spirit. Nik has rare ability to channel soulful musical energy into listener's minds and also she has great taste in fashion. Her suits are always different and very beautiful. She is fantastic acrobat on stage. For her It's very easy to feel comfortable even it's big or small stage. she acts classy all the time with her virtuoso band members. She looks for something new all the time and thats why she is so open-minded musician. She really inspires a lot of young musicians.

         I remember one video which was uploaded on one of the biggest bass-themed Youtube channel's called "Scott bass lessons" in which Nik tells a story how Prince contacted her and asked her to jam with him. She learned many of Prince's songs that night and on the second day Prince told her to play Sly and The Family Stones classic song called "Thank you for letting me be Myself" ( which contains boogie Larry Graham's gorgeous slappy bassline (he is considered as the inventor of slap technique) , it was really weird for Nik because she thought that she would play some of prince's famous songs and then they played Sly's hit( Prince had epic sense of humour, he was wonderful human being). Prince taught her how to properly play this bassline, because it needs more aggressive slapping. Nik recorded 8 singles with prince and this experience changed her musical life forever. At the end of the gig nik played  approximately 7 minute Prince medley. She is virtuoso and I am very glad that she shares her knowledge and love to young musicians. Here lies Nik's purple and colourful power of Success. This music is for free people.

P.S. I met Nik personally. She is really great person and Superstar.

Lay Down Your Funky Weapon, Come Join Us On The Floor

Nik West  



No comments

Powered by Blogger.