"A Great Day For Freedom" - Georgian Drum School-ის კონცერტი "Creator Bar"-ის სცენაზე

                                                                  

                              

      სამშაბათს, 4 ივნისს Creator Bar-ის სცენაზე (ბარის ლოგო და სახელი ძალიან ჰგავს ლეგენდარულ გერმანული თრეშ მეტალის გიგანტების Kreator-ის ლოგოს), რომელიც თბილისში მდებარე ერთადერთი მეტალ-ბარია, ქართული დრამის სკოლის (Georgian Drum School (GDS)) რიგით მეორე კონცერტი გაიმართა (პირველ კონცერტთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩემი ერთ-ერთი სტატია, სახელად "ბუნების სიმღერა" წაიკითხოთ). სკოლა არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა და დრამერმა კახა კვირიკაშვილმა ჩამოაყალიბა 2014 წელს. კონცერტზე Georgian Drum School-ის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგებმაც შეასრულეს რამდენიმე კომპოზიცია.

      სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში მეტალ სცენა ძლიერდება და ასეთი დღეები ძალიან ეხმარება მეტალის პოპულარიზაციას ქვეყანაში. რამდენიმეთვიანი მუშაობის და მრავალი რეპეტიციის შემდეგ "Creator"ის სცენაზე თანამედროვე პოპ სიმღერების (რომლითაც სავსეა დღევანდელი მუსიკალური ჩარტები) ნიუ/ექსტრიმ მეტალ ქავერები შესრულდა. კონცერტზე დაიკრა ისეთი სიმღერები ,როგორიც არის Let It Go ("Frozen"-ის საუნთრექი) (უნდა აღინიშნოს ამ ვერსიაში გაჟღერებული მეტალ-Breakdown, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი იყო), Moves Like Jagger (Maroon 5-ის ქავერი), Stressed Out (Twenty One Pilots-ის ქავერი, რომელიც სრულიად განსხვავებულია ორიგინალისგან და ერთ ნაწილში კახამ, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავდა, თავისი დაწერილი კომპოზიციის, "ბუნების სიმღერის" მთავარი ნაწილი დაუკრა), Hello (ადელის ქავერი. აქაც არაჩვეულებრივი გიტარ-სოლო იყო და ძლიერი Breakdown), No Man, No Cry (ნიგერიელი საქსოფონისტის ჯიმი საქსის ქავერი. რომელიც ამდენ მეტალისტურ ვერსიებში, განსხვავებული იყო სტილისტურად.), Chandelier (Sia-ს ფანკ-როკ ქავერი. სხვათაშორის, ამ ორ კომპოზიციაში საქსოფონისტების ლამაზ შესრულებას მოისმენდით), Rolling In The Deep (ასევე Adele-ს ქავერი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ სიმღერებიდან სადაც ეგრეთ წოდებულ გროულინგს გაიგებდით, სტანდარტული ვოკალისტის სიმღერასთან ერთად) Titanium (David Guetta-ს და Sia-ს GDS-ისეული ვერსია), ასევე Radioactive (Imagine Dragons-ის სიმღერის ქავერი) და სხვა.


     თითოეული კომპოზიცია, რომელიც დაიკრა 4 ივნისს კრეატორის სცენაზე, სილამაზით და რაც ყველაზე მთავარია თავისებურობით იყო გამორჩეული, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმღერების ქავერები იყო. მუსიკოსების სულიერება ლამაზად გამონათდა და ქართული მეტალის განვითარებისთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან ის გამოცდილება რაც მუსიკოსებმა მიიღეს ნამდვილად დიდია და დამსწრე საზოგადოებაც ეზიარა ქართულ ხარისხიან მეტალ ქავერებს, რომელიც დარწმუნებული ვარ ხალხს დაამახსოვრდება. 4 ივნისი საოცარი თავისუფლების დღე იყო.

Georgian Drum School-ის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.


No comments

Powered by Blogger.