მოგზაურობა ტყის, ზღვის და მწვერვალების სამყაროში - Marquess Evergreen-ის ალბომის Forest Tale-ის სრული განხილვა
Down in the forest
We'll sing a chorus
One that everybody knows
Hands held higher
(ამონარიდი ლეგენდარული ინგლისური ბენდის "The Cure"-ის სიმღერიდან "A Forest")We'll sing a chorus
One that everybody knows
Hands held higher
ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ალბომის ყდას ბევრი რამის თქმა შეუძლია მასში განთავსებულ კომპოზიციებზე. ის ერთგვარ უწყვეტ სულიერ კავშირსა და ძალას ქმნის მსმენელს, მუსიკოსს და თვით ამ ალბომს შორის. მსოფლიო მუსიკის უდიდესი ისტორიის განმავლობაში, შეგვიძლია მრავალი ალბომი გავიხსენოთ, რომელიც დიდებული სარკეა ამ კავშირისა (მაგალითად: The Beatles-ის Abbey Road ან Deep Purple-ის In Rock). ქართველი მუსიკოსის ანდრო გოგიბედაშვილის უკვე რამდენიმე "ინკარნაციას" ვიცნობთ. ახალგაზრდა ხელოვანი ცნობილია, როგორც Saphileaum, ასევე Farewell Warm Fields. მან უკვე ამ პროექტებით საკმაოდ ბევრი საინტერესო ალბომი გამოსცა. Saphileaum-ის ალბომზე სახელწოდებით "Echoes Of The Physical World" უკვე გესაუბრეთ ჩემს 2018 წლის სტატიაში. "Forest Tale" ანდროს ახალი პროექტის "Marquess Evergreen"-ის პირველი სრული ამბიენთ ალბომია. ალბომში სულ 7 ინსტრუმენტალი შედის. როგორც კი ალბომს ხელში დაიჭერთ თქვენ დაინახავთ ტყის დაბურულ სურათს ან ილუსტრაციას. ეს ფოტოგრაფიისა და მხატვრობის საინტერესო ნაზავია. თითქოს რასაც ვხედავთ ბუნდოვანია, მაგრამ ამავდროულად ყოველ დეტალს კარგად შეამჩნევთ. ალბომისა და საიტის ილუსტრაციები ანდროს ეკუთვნის (უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ თუ საიტზე: foresttale.ge გადახვალთ თქვენ ალბომთან ერთად, ულამაზეს ზღაპარს წაიკითხავთ (რომლის ტექსტი ცნობილმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა: დავით დეფი გოგიბედაშვილმა ოსტატურად შეასწორა), რომელიც სიმშვიდის პრინცზეა). ზღაპარს შეუძლია ადამიანის სული და გული მშვიდობით შეავსოს და ეს მშვიდობის გაზიარება ალბომს მეტად საინტერესოს ხდის). კომპოზიციათა სახელები ძალიან ზუსტად ასახავს ინტრუმენტალების სულიერ გარემოს და სჩანს, თუ როგორ ემოციებს გრძნობდა მუსიკოსი მათი შესრულების და შექმნის დროს.
პირველ კომპოზიციას სახელად "Prince of Calmness" ჰქვია. იგი გიტარის ლამაზი წრიული და რიტმული მელოდიით (რიფით) გვამოძრავებს. გიტარას რბილი ხმა აქვს, იგი შუა საუკუნების პოპულარულ ევროპულ ინსტრუმენტ ლუტნიას მოგაგონებთ , ოღონდ მისი ჟღერადობა უფრო მეტად დარბილებული ვარიანტია. მუსიკის ფონად სალამურის მსგავსი ხმა გვესმის (ზღაპარშიც, ხომ სიმშვიდის პრინცი სალამურზე უკრავს). ჩიტების ჭიკჭიკი ალბომს საინტერესო სილამაზეს უქმნის და ბუნებასთან გვაახლოვებს. პერიოდულად პერკუსიული ინსტრუმენტის ხმაც ისმის. სიმღერაში ეს რიფი ხშირად მეორდება, რაც მას მინიმალისტურ ფორმებს აძლევს. შემდეგ კომპოზიციას ლამაზი და დამაფიქრებელი სახელი "Endless Talks With Mr. Jesus" ჰქვია. აქაც გიტარის რბილი ხმა გვესმის. მუსიკა უფრო მეტად სევდიანია, მაგრამ იგრძნობა თუ როგორ საუბრობს პატარა ბიჭი მაცხოვართან, თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს, მასთან ერთად ტკივა და მასთან ერთად არის გახარებული. სევდიან სირბილეს იდუმალების ნაპერწკალიც ეტყობა. მორიგ ინსტრუმენტალის სახელწოდება "Little Temple" არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ კომპოზიციამ ორი დიდი მუსიკოსის ტრილოკ გურტუს და ჯო ზავინულის ერთობილივი კონცერტი გამახსენა, რომელიც 1994 წელს ფრანკფურტის ჯაზ ფესტივალზე ჩაიწერა. მათ შესრულებულშიც სხვადასხვა პერკუსიებთან და ექსპერიმენტებთან ერთად, სინთეზატორიც უდიდეს როლს უწევდა მუსიკის მრავალფეროვნებას. ინსტრუმენტალი ისევ მინიმალისტური მაქსიმალიზმია (რაც მუსიკაში ნამდვილად გამორჩეული და ურთიერთსაწინააღმდეგო სინთეზია (როდესაც მუსიკა მინიმალისტურია, მაგრამ დაკვირვების შედეგად ხვდები, რომ შეიძლება სხვა, განსაკუთრებული მოძრაობების პოვნა)). შემდეგ სიმღერას "Old Friend" ჰქვია. ინსტრუმენტალს ნამდვილად ეტყობა თუ რა ტკბილია მეგობრობა, ამას ეს ისევ ბუნებასთან შერწყმული მოძრაობები ცხადჰყოფს (მეგობრობა ხომ დამამშვიდებელი და ახალი მეგზურის აღმოსაჩენი საოცარი შეგრძნებაა). მუსიკა ბავშვობის მეგობრებს მოგაგონებთ და მათთან ერთად გატარებულ ცხოვრების მომენტებს. ალბომის რიგით მეხუთე კომპოზიციას სახელად You, Yourself ჰქვია. იგი თითქოს ნაცნობად ისმის და გაგახსენებთ წინა კომპოზიციას, მაგრამ თუ დაუკვირდებით ამ კომპოზიციას აქვს იმის ძალა ჩაგახედოთ საკუთარ თავში. დრამის ტომ-ტომის ხმები პერიოდულად ისმის და მუსიკაც "გრუვს" ანუ მუსიკალურ სულიერებას არ უკარგავს.
შემდეგ კომპოზიციას სახელად "Childhood" ჰქვია. ეს ბავშვობის ჰიმნია და გვიჩვენებს ანდროს შინაგანი სამყაროს ნაწილს (ყველა ადამიანს, ხომ საკუთარი ხედვა აქვს ბავშვობისადმი). ინსტრუმენტალში წყლის ხმა ჭარბობს, ნაცნობი ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად. თქვენ მუსიკალურად მარტივად შეიგრძნობთ ტყის, ზღვისა და მწვერვალების განსხვავებულ ფერებს. ალბომი სრულდება ინსტრუმენტალით, რომელსაც "Sacrifice" ჰქვია. მუსიკამ ისევ წარსულში მოსმენილი ერთი დიდებული გამოშვება გამახსენა: ლეგენდარული ნორვეგიული ელექტრონული მუსიკის, ბლექ მეტალის, ამბიენთის და დარქ ამბიენთის ერთ-ერთი პიონერის ვარგ ვიკერნესის მუსიკალური პროექტის "Burzum"-ის 1999 წლის ალბომი სახელად "Hliðskjálf" (წარმოითქმის როგორც - ჰლიდსკяლვ და აღნიშნავს სკანდინავიური მითოლოგიის პანთეონის უდიდესი ღმერთის ოდინის საღმრთო ტახტს. ეს ალბომიც ზღაპრულ, მითოლოგიურ და რელიგიურ თემებს ეხება და ამავდროულად სრულიად ინსტრუმენტულია), მისი ბუნებასთან შერწყმის და მიახლოვების წყურვილის გამო. ეს კომპოზიცია ალბომში შეიძლება ითქვას ყველაზე მრავალფეროვანია, რადგან იგი ცდება, მხოლოდ მინიმალიზმის საზღვრებს და თქვენ ფონად ლამაზი ზარების რეკვის ხმა ჩაგესმით, რომელსაც ზღვის ტალღები და ფლეიტის მსგავსი ხმა ნამდვილად მაღალფარდოვანს ხდის. მუსიკოსის ერთ-ერთი უდიდესი მოვალებაა, რომ მსმენელისთვის შეძლოს თავისი სამყაროს საინტერესო ფორმით გაზიარება, ანდრომ ეს ნამდვილად შეძლო. ემოციურ მოგზაურობას, დამაფიქრებელი შედეგი მოჰყვა. ეს შედეგი სიმშვიდის პრინცის თვალებში უნდა ვიპოვოთ, ზუსტად იმ მომენტში როდესაც ის მაცხოვარს ელაპარაკება, რადგან ამ სამყაროში ადამიანი ღმერთთან ყველაზე ახლოს არის. ანდროსეულ ამბიენთს შეიძლება სინათლის ამბიენთი ვუწოდოთ, რადგან "Forest Tale" სწორედ სინათლის გაზიარების წარმატებული მცდელობაა. ტყე ადამიანის უდიდესი მესაიდუმლეა, მასთან შერწყმა კი რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო შეგრძნება.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
Martin Luther King, Jr.
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Darkness cannot drive out darkness;
only light can do that.
Hate cannot drive out hate;
only love can do that.
სიბნელე ვერ გააქრობს სიბნელეს
ეს მხოლოდ სინათლეს შეუძლია,
როგორც სიძულვილი ვერ გააქრობს სიძულვილს.
ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
Martin Luther King, Jr.
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
Martin Luther King, Jr.
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Read more at https://www.brainyquote.com/search_results?q=light
Leave a Comment