Saphileaum's Free Spirited "Intrapersonal Experience" Review - სრული განხილვა

 


რატი ონიანის სტატია

You'll find a friend - everlasting love You can depend, everytime you smile You bless a child Our spirit perpetuates Our spirit meditates love and faith 
ნაწყვეტი "Earth, Wind & Fire"-ს სიმღერიდან "Spirit" (1976)
 
 

   არსებობს სული, რომელსაც ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ. ის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ფაზაში მოგვყვება. ხანდახან ეს შეგრძნებები უფრო მძაფრდება. სულის მრავალი ფორმაა და მგონია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ცხადი სულის ფორმა მუსიკაში მოიძებნება, მუსიკაში, რომელიც აღაფრთოვანებს და გაძლიერებს, თუნდაც წამიერად გათავისუფლებს და ძალას გმატებს. Saphileaum - ის 2021 წლის ალბომი Transpersonal Experience ორი წლის წინ სრულად მიმოვიხილე. უახლესი ალბომი Intrapersonal Experience ზემოდ ნახსენები ალბომის უფრო მეტად პერსონალური გაგრძელებაა. ალბომში 6 კომპოზიციაა. 
 
თავი I 
 
   ალბომი იწყება ინსტრუმენტალით სახელად "Dear", პირველივე წამიდან გესმით ძალიან საინტერესო სემპლინგის ელემენტები, რომელიც ატმოსფეროს ძალიან ნაცნობს ხდის (ავტორის ძვირფას ხელწერას მარტივად იცნობთ, ერთ-ერთ სტატიაში მის ჟანრს "Light Ambient"-იც კი ვუწოდე). Saphileaum ძალიან ოსტატურად იყენებს განმეორებას (Loop). კომპოზიცია ლამაზად ქმნის იმ ხასიათს, რასაც ალბომი ატარებს. მეორე კომპოზიციაში "Moon Desert" შეხვდებით როგორც ევროპულ, ასევე აზიურ და აფრიკული ბიტების მოძრაობას. მუსიკა აქაც მეორდება ოღონდ მარსისეულ ფორმებს იღებს, თითქოს უცხოპლანეტურ და ფანტასმაგორიულ აზიის უდაბნოში ვაბიჯებთ. ბოლოსკენ კი მუსიკა ნელდება და უსასრულობაში გადის. მესამე კომპოზიციას Plum ჰქვია. თითქოს მთებს ვუყურებ და ხეების მოძრაობას ვაკვირდები. ბოლო პერიოდში სხვათაშორის Saphileaum-ის მუსიკა გაცილებით ტრიბალური და პერკუსიული გახდა. თითქოს ეს ლოგიკური სვლაც იყო, მაგრამ რაც მთავარია, იგი სტაბილური განვითარებით არასდროს არის ერთფეროვანი და "შრიული" მუსიკაა. მეოთხე კომპოზიციას. შუისკენ რიტმიც ოდნავ სწრაფდება და უფრო ინტენსიური ხდება.  სხვათაშორის მარტივი გასაგებია თუ რატომ არის ეს ალბომი უფრო შინაგან სამყაროსთან კავშირში. მუსიკა ნაკლებადაა Dub, უფრო "სუფთა სისხლის" Tribal Ambient-ია, რადგან არქაიზმთან არის ახლოს გაცილებით ვიდრე წინა ალბომი. იქ უფრო მოძრავიც იყო მუსიკა, აქ კი გაცილებით მშვიდია.

თავი II
 
   მეოთხე კომპოზიციას Remote ჰქვია. დასაწყისში თითქოს გაწყვეტილი ბასის ღია ნოტის სემპლი გვესმის, რომლის ბასის გუგუნს პერკუსიაც სხვანაირ ფორმას აძლევს. გვესმის ჩიტების ხმა და უფრო მელოდიური მოძრაობები. თითქოს ჩიტები სირენებად იქცევიან და დისტანციურად მოძრაობენ სხვადასხვა პლანეტაზე. მისი ხმა მაღლად ამავალი თერემინის ხმას მოგაგონებთ. მეხუთე კომპოზიციას Spell Singer (Free Spirit) ჰქვია. ქორალურ ეფექტებს მსუყე ბასის და შემდეგ პერკუსიების ხმები ემატება, რომელიც პერიოდულად ფარავს ყველაფერს. თითქოს ორკესტრულ ფორმასაც იღებს. მუსიკა აქაც განმეორებადია, მაგრამ პერიოდული ელემენტების მიმატება, მეტად სასიამოვნოს და ერთი შეხედვით მარტივს ხდის. მახსოვს როდესაც პირველად ლაივში მოვუსმინე ლეგენდარულ ინდოელ ტაბლას შემსრულებელს ზაქირ ჰუსეინს, თითქოს ერთმა ინსტრუმენტმა რომელსაც ერთი შეხედვით მელოდიის გამოხატვა ნოტთა მრავაფეროვნებით არ შეუძლია, უეცრად სასწაული ჩაიდინა და თითქოს ნოტები იქვე შექმნა. მიახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა, რადგან წარმოსახვა გამიხსნა მოსმენის დროს. ალბომის ბოლო კომპოზიციას Useful Wisdom ჰქვია. კომპოზიციამ ალან უაილდერის დროინდელი Depeche Mode გამახსენდა, თითქოს დარტყმის ხმა ისმის ერთ მომენტში და ინდუსტრიალური მუსიკის გავლენაც აქ ამოიცნობა. Intrapersonal Experience ძალიან საინტერესო მოგზაურობაა შინაგან სამყაროში, რომლის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ანდრო გოგიბედაშვილის (Saphileaum) - ის ალბომში მოისმენთ თქვენც ძალიან კარგად შეიგრძნობთ, რომელიც სულიერი და ნათელია და დამშვიდების უნარი აქვს, ეს ინტელექტუალური მუსიკაა, რომელიც ამბებს გვიყვება ყოველგვარი ვოკალის და ლექსური აზრების გარეშე.



No comments

Powered by Blogger.